მიხეილ სააკაშვილი მესტიაში მომხდარ მკვლელობას "ფეისბუქით" ეხმაურება

მიხეილ სააკაშვილი მესტიაში მომხდარ მკვლელობას "ფეისბუქით" ეხმაურება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მესტიაში მომხდარ მკვლელობას "ფეისბუქით" ეხმაურება:

"შეძრული ვარ, ნაციონალური მოძრაობის, მესტიის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლომერ ლიგურიანის მკვლელობით. ძალიან ღირსეული კაცი დააკლდა ქვეყანას. მიმაჩნია, რომ ეს არის ივანიშვილის მიერ შექმნილი სიძულვილის კლიმატის პირდაპირი გამოძახილი. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ყველა ახლობელს" - წერს სააკაშვილი.

როგორც ცნობილია, მესტიის საკრებულოს დეპუტატი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი იყო, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, ოპოზიციონერ დეპუტატ ლომარ ნიგურიანს მისი საცხოვრებლის გვერდით მდებარე სახლიდან სავარაუდოდ მაშინ ესროლეს, როდესაც ის საკუთარი სახლის სახურავიდან თოვლს წმენდდა.

წაიკითხეთ: შსს-ს განცხადება მესტიაში მომხდარ მკვლელობასთნ დაკავშირებით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"