დონალდ ტრამპი: "მე რასისტი არ ვარ"

დონალდ ტრამპი: "მე რასისტი არ ვარ"

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მესამე მსოფლიოს ქვეყნებთან მიმართებაში შეურაცხმყოფელი განცხადება არ გაუკეთებია და თავს რასისტად არ მიიჩნევს.

"მე არ ვარ რასისტი. მე ყველაზე ნაკლებად რასისტი ადამიანი ვარ, ვისთანაც თქვენ ოდესმე ინტერვიუ აგიღიათ", - განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ს პრეზიდენტმა.

12 იანვარს ტელეკომპანია CNN-მა ინფორმაცია გაავრცელა "დემოკრატ" სენატორ დიკ დურბინზე დაყრდნობით, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში კანონმდებლებთან შეხვედრისას რიგი ქვეყნები, საიდანაც აშშ-ში მიგრანტები ჩადიან, "ბინძურ ხვრელებად" მოიხსენია.

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ს საიმიგრაციო სისტემის გაკრიტიკებისას მას არ გამოუყენებია ის უხეში სიტყვები, რაც მას ამერიკულმა მედიამ მიაწერა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

"საიმიგრაციო რეფორმის შესახებ შეხვედრაზე ენა, რომლითაც მე ვსაუბრობდი, მკაცრი იყო, მაგრამ ეს არ არის ის, რაც მე მომაწერეს", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე იხილეთ: ამერიკულმა გამოცემებმა დონალდ ტრამპს კიდევ ერთხელ დასცინეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"