ჩრდილოეთ კორეამ გაწყვიტა სამხრეთ კორეასთან დადებული ყველა შეთანხმება თავდაუსხმელობისა და კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის თაობაზე. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.
გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ მის მიმართ გამკაცრებული სანქციების შემდეგ მიიღო. გაერო-მ ჩრდილოეთ კორეას სანქციები თებერვალში ჩატარებული ბირთვული ცდებისთვის დაუწესა.
ჩრდილოეთ კორეის კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ წყვეტს სამხრეთ კორეასთან დადებულ შეთანხმებას თავდაუსხმელობის შესახებ და ხურავს სასაზღვრო პუნქტს, რომელიც კორეის ნახევარკუნძულის დაპირისპირებულ მხარეებს ჰყოფს.
ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სამხედრო ნაწილები მოინახულა და "მტრის გასანადგურებლად" მზადყოფნისკენ მოუწოდა.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.