გიგი უგულავას პირველი კომენტარი დაკავების შემდეგ

გიგი უგულავას პირველი კომენტარი დაკავების შემდეგ

გიგი უგულავა მისი დაკავების ფაქტს ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს. როგორ უგულავა აცხადებს, იმიტომ დააკავეს, რომ ყოფილ პრემიერს "თავს არ უხრის".

ამის შესახებ გიგი უგულავამ თბილისის აეროეპორტში, დაკავების შემდეგ განაცხადა.

"აქამდე ვთამაშობდით დამალობანას, ახლა ვითამაშებთ დაჭერობანას. მერე ისევ დავუბრუნდებით დამალობანს, მერე ისევ - დაჭერობანას. სხვა გზა არ აქვთ და მაკავებენ, დანარჩენი სამართლებრივად მართალი ვარ. დაკავებული ვარ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს თავს არ ვუხრი და არც არასოდეს დავუხრი. ეს ერთი. მეორე - ბრალდება არ ვიცი, აუცილებელი იყო, რომ მე ნიღაბი ჩამომეხსნა ამ სისტემისთვის და აი, ჩამოვხსენი კიდეც"|,-განაცხადა უგულავამ.

გიგი უგულავა დღეს დილით თბილისის საერთშორიოს აერპორტში, კიევში გამგზავრების წინ დააკავეს. მას უკანონო შემოსავლების ლეგალიზება ედება ბრალად. უგულავა ე.წ. მოდულის შენობაშია გადაყვანილი.

ნახეთ | გიგი უგულავა დააკავეს

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა