გიგი უგულავა დააკავეს

გიგი უგულავა დააკავეს

ბოლო განახლება | გიგი უგულავას პირველი კომენტარი დაკავების შემდეგ

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა დღეს, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მასთან ერთად აეროპორტში იმყოფებოდა "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრი გიგა ბოკერია. გიგი უგულავა, გიგა ბოკერიასთან ერთად, კიევში მიფრინავდა.

გიგი უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა საზღვრის გადაკვეთის დროს დააკავეს. გამომძიებლებმა უგულავას ბრალი აეროპორტშივე გააცნეს. უგულავას უკანონო თანხების ლეგალიზება ედება ბრალად.

ამ დროისთვის გიგი უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან ე.წ. მოდულის შენობაშია გადაყვანილი.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ