რა ვითარებაში გადასცეს სააკაშვილის დედას შვილის პროკურატურაში დაბარების უწყისი - "ახლობელმა დაგვპატიჟა და იქ დამირეკეს"

რა ვითარებაში გადასცეს სააკაშვილის დედას შვილის პროკურატურაში დაბარების უწყისი - "ახლობელმა დაგვპატიჟა და იქ დამირეკეს"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიბარეს. მიხეილ სააკაშვილი უწყებაში საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად დაიბარეს. ექს-პრეზიდენტი პროკურატურაში 28 ივლისს, 11.00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

პროკურატურიდან უწყისი სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას გვიან ღამით გადასცეს.

- გასულები ვიყავით მე და დედაჩემი ქალაქგარეთ, ახლობელმა დაგვპატიჟა და იქ დამირეკეს და თქვეს, რომ ეს ძალიან სასწრაფოა... ვთხოვე, იქნებ ცოტა ხნის შემდეგ მოხდეს ეს, მალევ ვიქნები-მეთქი... ადამიანი, რომელმაც უწყისი გადმომცა, ძალიან კორექტულად იქცეოდა. არ დამისვამს ზედმეტი შეკითხვა და მათაც არაფერი უთქვამთ, - ამბობს გიული ალასანია.

ამასთან, გიული ალასანია იხსენებს საქართველოში მოწვეულ სამი უცხოელი პროკურორის ჩამოსვლას და ამაბობს, რომ ამის შემდეგ მისთვის სააკაშვილის კიდევ ერთხელ დაკითხვაზე დაბარება სრულიად მოსალოდნელია.

დაგაინტერესებთ | სააკაშვილს საქართველოში ჩამოიყვანენ და გაასამართლებენ? - პროკურატურამ მძიმე არტილერია ჩართო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა