ქართველი ქალი, რომელიც უკრაინაში იბრძვის

ქართველი ქალი, რომელიც უკრაინაში იბრძვის

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ყოფილი "მხედრიონელი", დოდო გუგეშაშვილი იარაღით ხელში უკრაინელ სამხედროსთან ერთად არის გადაღებული. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გუგეშაშვილი უკრაინაში მოხალისედ აპირებდა წასვლას, სადაც უკრაინელ მებრძოლებს დაეხმარებოდა. როგორც აღმოჩნდა ინფორმაცია მართალია და ქართველი ქალი უკრაინელების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო.

დოდო გუგეშაშვილი 90-იან წლებში თბილისში ფორმირებული დაჯგუფების "მხედრიონის" წევრი იყო. რომლის მეთაურიც ჯაბა იოსელიანი იყო. საზოგადოების ერთი ნაწილი მათ ყაჩაღების ბანდად მოიაზრებდა, რომლებიც ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ, მეორე ნაწილი კი მიიჩნევდა, რომ ისინი ჭეშმარიტი მებრძოლები იყვნენ, რომელთაგანაც ბევრი შეეწირა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას.

ასევე დაგაინტერესებთ ინტერვიუ, რომელიც Ambebi.ge-მ დოდო გუგეშაშვილთან 2014 წლის მარტში ჩაწერა. ინტერვიუში გუგეშაშვილი ამბობს, რომ მზად არის უკრაინელი ხალხისთვის იბრძოლოს. იხილეთ სტატია - "მხედრიონი" უკრაინაში იომებს - "სისხლით ვალში ვართ უკრაინელებთან"

უკრაინაში განვითარებული მოვლენების ქრონიკა:

უახლესი | უკრაინული მედია სამხედრო ტყვეთა შორის ქართველი სამხედროების ყოფნას ადასტურებს

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე