ბიძინა ივანიშვილი - ჩემი სავარაუდო ჟურნალისტობა ერთ-ერთი საბუთი იყო იმისა, რომ ტელეფონებზე კვლავ გვისმენენ, მათ შორის - მეც

ბიძინა ივანიშვილი - ჩემი სავარაუდო ჟურნალისტობა ერთ-ერთი საბუთი იყო იმისა, რომ ტელეფონებზე კვლავ გვისმენენ, მათ შორის - მეც

შეიძლება, მართლაც მოხდეს ისე, რომ მე გადაცემის თანაწამყვანი და ჟურნალისტი ვიყო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.

"რაც შეეხება ჩემს სავარაუდო ჟურნალისტობას, სხვათა შორის, ეს თემა ერთ-ერთი საბუთი იყო იმისა, რომ ტელეფონებზე კვლავ გვისმენენ, მათ შორის - მეც (იცინის). სავარაუდო ჟურნალისტობაზე აბსოლუტურად განსჯის სახით ვესაუბრებოდი ვიღაცას და მეორე დღეს ჟორჟოლიანმა ეს ტელევიზიით გადმოსცა. არ ვიცი, რა და როგორ არის... ისე, შეიძლება, მართლაც მოხდეს ისე, რომ მე გადაცემის თანაწამყვანი და ჟურნალისტი ვიყო. თუმცა, ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვარ. სულ ორი-სამი დღის დაწყებული იყო ეს საუბრები და უეცრად ეს ამბავი ტელევიზიით გადმოსცეს, რამაც გამაოცა. ვიმეორებ - შესაძლოა, ასეც მოხდეს, ოღონდ დაბალი ალბათობით", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, სურვილი აქვს, რომ მონაწილეობას მიიღოს მიმდინარე პროცესების ანალიზში. "რაც შეეხება ჩემს საზოგადოებრივ აქტიურობას, მიმაჩნია, რომ საჭიროა ჩემი პირადი აქტიურობა და ამასთან დაკავშირებულ ფორმებზე ჯერ კიდევ ძიების პროცესში ვარ. მაქვს პროექტების რამდენიმე ვარიანტი. ყველაფერი ეს ემსახურება იმას, რომ მე უფრო აქტიური ვიყო და ხშირად დავაფიქსირო ჩემი დამოკიდებულება საზოგადოების სხვადასხვა ტიპის პრობლემებზე. მაქვს სურვილი, მივიღო მონაწილეობა მიმდინარე პროცესების ანალიზში და ჩავერთო დისკუსიაში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ქართული საზოგადოების განვითარების სტრატეგია", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

ივანიშვილი საზოგადოებას ჰპირდება, რომ უფრო აქტიური გახდება. "ყველაზე ადრე, ერთ თვეში, და ყველაზე გვიან, ახალ წლამდე, მე ერთ-ერთ პროექტში მივიღებ მონაწილეობას, რაზეც დღეს არ მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება. მოკლედ, საზოგადოებას ვპირდები, რომ უფრო აქტიური ვიქნები, იმიტომ, რომ დღევანდელი საზოგადოება ამას საჭიროებს. დღეს მთავარი პრობლემა არის ის, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილს არარეალური განცდა, არარეალური მოლოდინი აქვს, არასწორად აღიქმება რეალობა. თუ ჩვენ არ გავაცნობიერეთ, რეალურად, სად ვართ დღეს, რისი გაკეთება შეგვიძლია, რა გვინდა (იმავდროულად, უნდა დავგეგმოთ, რა უნდა მივიღოთ 10 თუ 20 წლის შემდეგ), საით ვისწრაფვით და არ შედგა ფართომასშტაბიანი კონსენსუსი საზოგადოებაში, მისი განვითარება რთული იქნება", - განაცხადა ექსპრემიერმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" დღევანდელ ნომერში, ასევე დღეს, 19:30 საათზე "პალიტრა TV"-ს ეთერში, აუდიოვერსიის მოსმენა კი იმავე დროს, რადიო "პალიტრაზე", FM 103.9-ზე შეგიძლიათ.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ასევე იხილეთ:

"მე ჭიკაიძეში ზედმეტ პატიოსნებას, წესიერებას ვხედავ" - ბიძინა ივანიშვილი კრიმინალის ზრდასა და შს მინისტრზე

ბიძინა ივანიშვილი - "რუსთავი 2" "ნაციონალების" აგიტაციას ეწევა, მაგრამ ჩემთვის უფრო მძიმეა "პირველი არხი", "მაესტრო" და "იმედი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა