"ვანო მერაბიშვილი ციხეში ტირის" - ექს-პრემიერის ციხიდან თავის დაღწევის გეგმა გაშიფრულია?

"ვანო მერაბიშვილი ციხეში ტირის" - ექს-პრემიერის ციხიდან თავის დაღწევის გეგმა გაშიფრულია?

"ვანო მერაბიშვილი ციხეში ტირის და იხვეწება, რომ როგორმე გამოიყვანონ იქიდან", - ამ ინფორმაციას მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ავრცელებს. მან Ambebi.ge-სთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ინფორმაცია მას სანდო წყაროებისგან აქვს.

"მერაბიშვილს მიაჩნია, რომ ყველაზე კარგი და მოკლე გზა მისი გათავისუფლებისთვის ქვეყანაში დესტაბილიზაცია და არეულობის მოწყობაა. სწორედ ეს გახდება მისი გათავისუფლების საფუძველი. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ციხეში გვიზის რამდენიმე მილიონერი - მერაბიშვილი, ახალაია, უგულავა და რამდენიმე ძებნაშია. მათ შორის არიან ადეიშვილი, სააკაშვილი და კეზერაშვილი. ამ ადამიანების მთავარი მიზანია, როგორმე რევანშის გზით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ამისთვის ისინი მთელი ქონების გაღებისთვის არიან მზად. სწორედ იგივეზე საუბრობდა შს მინისტრი ცნობილ ინტერვიუში და ვფიქრობ, რომ მისი ინფორმაციები აღნიშნულთან დაკავშირებით საგულისხმოა".

ამასთან ერთად, ბრეგაძე აღნიშნავს, რომ მერაბიშვილს და მის თანაგუნდელებს სურთ გაააქტიურონ ისეთი ტიპის ორგანიზაციები, როგორიც არის "თავისუფალი ზონა" და კიდევ რამდენიმე ახალი მსგავსი ორგანიზაცია, რომლებიც ყოფილი ზონდერებით არის დაკომპლექტებული:

"ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, "თავისუფალი ზონის" თითო წევრს 3000 ლარამდე უხდიან. "თავისუფალ ზონას" უშუალოდ კეზერაშვილი და მერაბიშვილი აფინანსებენ. ეს არის შავი ფული, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს და თავის დროზე ქართულ ბიუჯეტს მოპარეს.

რამდენადაც ვიცი, ეს ინფორმაცია სამართალდამცავებსაც აქვთ, მაგრამ ახლა არ არის ის დრო, როცა ჯერ იჭერენ ადამიანებს და შემდეგ ფიქრობენ მათთვის დანაშაულის დამტკიცებაზე. მალე მოვა დრო, როცა საზოგადოება ყველაფერს გაიგებს,"- განუცხადა მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ Ambebi.ge-ს.

სალომე შიხაშვილი, AMBEBI.GE

ასევე დაგაინტერესებთ | "სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება" - შს მინისტრის სკანდალური ინტერვიუ სააკაშვილის საიდუმლო თათბირებსა და სამოქმედო გეგმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა