"სისხლსაც კი დაღვრიან, რომ ეს ხელისუფლება მოაცილონ ქვეყანას" - თბილისი ახალი არეულობის მოლოდინში?

"სისხლსაც კი დაღვრიან, რომ ეს ხელისუფლება მოაცილონ ქვეყანას" - თბილისი ახალი არეულობის მოლოდინში?

"ქართული ოცნების" ხელისუფლების სათავეში მოსვლიდან ზუსტად 2 წლის თავზე ქვეყანაში ოპოზიციური და უმრავლესობის მომხრე ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. გუშინ საღამოს გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ზაზა დავითაია სცემეს. თავად დაზარალებული აცხადებს, რომ მას თავს "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები დაესხნენ. იმავე დღეს სამართალდამცველებმა დავითაიას ცემის ფაქტზე ფარნაოზ ჭკადუა დააკავეს, რომელიც "თავისუფალი ზონის" წევრია. თავად ჟურნალისტის მეგობრები კი მომხდარს დავითაიას ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ერთი თვის წინ, "თავისუფალი ზონის" წარმომადგენელი მას ბაჩო ახალაიაზე სტატიების წერისთვის თავის დანებებისკენ მოუოდებდნენ.

ჯერ კიდევ გაზაფხულიდან მოყოლებული ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში ე.წ. "მაიდნის" მოწყობას აპირებს და ამისთვის ყოფილი ლიდერები სწორედ ახალგაზრდულ ფრთას გამოიყენებდნენ.

მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე რამდენიმე დღის წინ Ambebi.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა, რომ მერაბიშვილსა და მის თანაგუნდელებს სურთ გაააქტიურონ ისეთი ტიპის ორგანიზაციები, როგორიც არის "თავისუფალი ზონა" და კიდევ რამდენიმე მსგავსი ორგანიზაცია, რომელიც ყოფილი ზონდერებით არის დაკომპლექტებული: " ჩვენ კარგად ვიცით, რომ ციხეში გვიზის რამდენიმე მილიონერი - მერაბიშვილი, ახალაია, უგულავა და რამდენიმე ძებნაშია. მათ შორის არიან ადეიშვილი, სააკაშვილი და კეზერაშვილი. ამ ადამიანების მთავარი მიზანია, როგორმე რევანშის გზით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ამისთვის ისინი მთელი ქონების გაღებისთვის არიან მზად", - აცხადებდა სანდრო ბრეგაძე.

"თავისუფალი ზონის" ოფისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით Ambebi.ge სანდრო ბრეგაძეს დაუკავშირდა. ის აცხადებს, რომ მერაბიშვილმა დააჩქარა პროცესები, რადან ის ელემენტარულად ციხეში ვეღარ ძლებს და კატეგორიულად მოითხოვს, რომ იმ თანხის სანაცვლოდ, რომელსაც ყოველთვიურად უხდის "თავისუფალი ზონის" წევრებს, სასწრაფოდ უნდა განახორციელონ ქვეყანაში დესტაბილიზაცია:

"აქ მხოლოდ მერაბიშვილის ფინანსებზე არ არის საუბარი. ეს საკმაოდ სერიოზულად დაფინანსებული ორგანიზაციაა უგულავას, კეზერაშვილის და თემურ ალასანიას თანხებით. მხოლოდ თავისუფალი ზონა არ მოქმედებს მათი მითითებების მიხედვით. მსგავსი ორგანიზაციებია "პიკასოს კლუბი", ახლახან შექმნილი "სამართლიანი თაობა" და კიდევ აპირებენ რამდენიმე ასეთი ორგანიზაციის შექმნას. ჩემს ხელთა რსებული ინფორმაციით, პირველ ეტაპზე 40 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოიყენებენ, რათა ქვეყანაში განხორციელდეს პოლიტიკური რევანში. სხვათა შორის, ისინი ამაზე ღიად საუბრობენ. აცხადებენ, რომ სისხლსაც კი დაღვრიან რომ ეს ხელისუფლება მოაცილონ ქვეყანას. გაცხადებული გეგმა მოქმედებაშია მოყვანილი, თუმცა, მგონია, რომ მას განხორციელება არ უწერია თუკი ხელისუფლება კანონის ფარგლებში სათანადოდ იმოქმედებს. წარმოიდგინეთ სააკაშვილის მმართველობის დროს გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს ან თანასწორობის ინსტიტუტის წევრებს რომ გაელახათ ჟურნალისტი, მაგალითად, "რუსთავი 2-დან," ალბათ სამუდამო პატიმრობას მიუსჯიდნენ. დესტაბილიზაციის მოხდენა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ თითქმის შეუძლებელი მგონია, რადგან მათ მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა არ გაქვთ, თუმცა ეს პატარ-პატარა მცდელობები, რომლებიც "წყალწაღებულის მიერ ხავსზე მოჭიდებას ჰგავს", თვითონ სახელმწიფოს აზარალებს", - განუცხადა ბრეგაძემ Ambebi.ge-ს.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისა და აქტივისტების დესტაბილიზაციისკენ მიმართული სამზადისის შესახებ ინფორმაციას "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილიც ადასტურებს:

- სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ "ნაცმოძრაობა" ამზადებდა და ამზადებს ხელისუფლების შეცვლის ე.წ. რევოლუციურ გზას. ეს იქნება "მაიდანი", თუ სხვა პროექტი, არ ვიცი, მაგრამ არეულობის ინსპირირება მხოლოდ "ნაცების" ინტერესში შედის. ჯერ კიდევ გაზაფხულზე გავასაჯაროვე "თბილისური მაედანის" სცენარის არსებობის თემა, რასაც, ჩემი ინფორმაციით, ამზადებდა "ნაცმოძრაობა". ეს სცენარი ითვალისწინებდა ქვეყნის მთავარ ქალაქებში ხელოვნური დესტაბილიზაციის კერების ორგანიზებას. მე, ასევე, გავახმაურე ინფორმაცია, რომ ნაცმოძრაობას საგანგებო ჯგუფები ჰყავდა ჩასმული ე.წ. სპორტულ ფანკლუბებში, რომელებიც მოაწყობდნენ სხვადასხვა ტიპის პროვოკაციებს. ამავე პერიოდში შევხვდი ამ კლუბების ხელმძღვანელებს და გავაფრთხილე შესაძლო პროვოკაციების შესახებ. ეს იყო პრევენცია, რამაც იმ ეტაპზე გაამართლა. "ნაცმოძრაობამ" ვეღარ გაბედა თბილისსა და სხვა ქალაქებში "მაედანის" სცენარის განხორციელება.

გაზაფხულზე მე იმაზეც ვისაუბრე, რომ "ნაცმოძრაობა" აფინანსებს ახალგაზრდებს, "თავისუფალი ზონის" წევრებს, რომლებსაც ჩართავს პროვოკაციებში. საგანგებოდ მოვუწოდე ამ ახალგაზრდებს სიფრთხილისა და სიფხიზლისაკენ.

- როგორ ფიქრობთ, ის რაც გუშინ "თავისუფალი ზონის" ოფისში მოხდა, შეიძლება იყოს რაიმე კავშირში სწორედ ამ სამზადისთან?

- დიახ, ვფიქრობ, რომ ეს იყო პროვოკაცია, გამოწვეული "ნაცმოძრაობის" მხრიდან. რაც შეეხება ჟურნალისტის ცემის ფაქტს, ამ ფაქტს კატეგორიულად ვგმობ. დაუშვებელია, მიუღებელია, დამნაშავეები მკაცრად უნდა დაისაჯონ.

"თავისუფალი ზონა" ესა არის ახალი ტიპის "კმარა", უფრო აგრესიული, ვიდრე ეს უკანასნელი. "ნაცმოძრაობა" ამ ახალგაზრდების გამოყენებას ფიქრობდა და ფიქრობს, მათი დიდი ნაწილი სოციალურად გაჭირვებული ოჯახებიდანაა, ზოგიერთი - დევნილია".

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების გეგმაზე საუბრობდა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე 10 სექტემბერს გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, რომელშიც რომელშიც ჭიკაიძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება, რომლის უკანაც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ კონტროლირებადი ჯგუფები დგანან.

ჭიკაიძის თქმით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებულია გამოძიება, მაგრამ ხელისუფლებას წინ დიდი გამოწვევები ელოდება.

"ეს ძალა უკავშირდება "ნაციონალურ მოძრაობას" და მიხეილ სააკაშვილს, ჩემთვის ცნობილია, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა მისცა კონკრეტული დავალებები "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს, ეს დავალებები კიევსა და თურქეთში ჩატარებული თათბირებზე გაიცა. ამ შეხვედრების მთავარი თემა არ იყო შიდა პარტიული საკითხები, სააკაშვილმა ქვეყანაში ქაოსის შესაქმნელად კონკრტული დავალებები და გეგმები მისცა", - აცხადებდა ჭიკაიძე ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ | "სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება" - შს მინისტრის სკანდალური ინტერვიუ სააკაშვილის საიდუმლო თათბირებსა და სამოქმედო გეგმაზე

სალომე შიხაშვილი

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა