პომიდორის სროლა და შეხლა-შემოხლა "თავისუფალი ზონის" ოფისთან - პეკინზე მოძრაობა პარალიზებულია

პომიდორის სროლა და შეხლა-შემოხლა "თავისუფალი ზონის" ოფისთან - პეკინზე მოძრაობა პარალიზებულია

"თავისუფალი ზონის" ოფისთან "თავისუფალი ზონისა" და "თავისუფალი თაობის" წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

როგორც "ინტერპრესნისუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, "თავისუფალი ზონის" ოფისიდან "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლების მიმართულებით პომიდორი ისროლეს.

"თავისუფალი ზონის" ოფისთან ორი აქცია მიმდინარეობს. ერთს "თავისუფალი ზონა" მართავს, მეორეს - "თავისუფალი თაობა". აქციებზე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებიან. "თავისუფალი ზონის" ოფისთან შეკრებული არიან თავად ორგანოზაციის და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლიციაა განლაგებული. პეკინზე და მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა პარალიზებულია.

"თავისუფალი თაობა" "თავისუფალი ზონის" წევრების მიერ ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტს აპროტესტებენ, რომლებიც ორი დღის წინ მოხდა. კონტრაქციას მართავს "თავისუფალი ზონაც".

ასევე დაგაინტერესებთ | "სისხლსაც კი დაღვრიან, რომ ეს ხელისუფლება მოაცილონ ქვეყანას" - თბილისი ახალი არეულობის მოლოდინში?

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა