"აღმზრდელობით სამუშაოებს ნუ ჩამიტარებთ"- ინგა გრიგოლია ქეთი დოლიძეს

"აღმზრდელობით სამუშაოებს ნუ ჩამიტარებთ"- ინგა გრიგოლია ქეთი დოლიძეს

მოსკოვში გამართლ თბილისობაზე ქართველი მომღერლების მონაწილეობის საკითხზე შეფასებები  მწვავე დებატების ფონზე წარიმართა გადაცემა "რეაქციის" ეთერში. გადაცემის სტუმრებს, მსახიობ გურანდა გაბუნიას, რეჟისორ ქეთი დოლიძესა და სტუდიაში მყოფ დარბაზს შორის სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. გურანდა გაბუნიამ გადაცემის წამყვანს სთხოვა სხვა დროს "ასეთი ხალხი" თუ იქნება სტუდიაში" აღარ დაპატიჟოს. რეჟისორმა ქეთი დოლიძემ გადაცემის ფორმატი შეაფასა. "ვიცი რომ ამ გადაცემის ფორმატი არის სკანდალი, მაგრამ მე პირადად მგონია, რომ ასეთ გადაცემაზე, რომელზეც ასეთი მწვავე საკითხი დგას, ეს კი არ უნდა გამწვავდეს ამ გადაცემის მეშვეობით, არამედ უნდა ჩაწყნარდეს. მაგრამ აქ ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ მოხდეს ისეთ დაპირისპირება, რომ დახოცონ ადამიანებმა ერთმანეთი"-განაცხადა ქეთი დოლიძემ.

ქეთი დოლიძის რეპლიკას ინგა გრიგოლიამ შენიშვნით უპასუხა: "უკაცრავად , მაგრამ არ მივიღებ თქვენს შენიშვნას... ძალიან გთხოვთ ჩემს აღმზრდელობით სამუშაოებს ნუ ჩამიტარებთ".

დებატები პიროვნულ შეურაცხყოფაში გადაიზარდა ნინუკა ფორჩხიძესა და  დარბაზში მყოფ შალვა რამიშვილს შორის. რამიშვილმა გადაცემის სტუმარს სხვადსხვა პოლიტიკურ პარტიებში მოღვაწობა შეახსენა. რამიშვილის რეპლიკას რეპლიკით უპასუხა ფორჩხიძემ და აღნიშნა, რომ მისგან განსხვავებით ქრთამის აღების ფაქტზე ნასამართლევი არ არის.

მწვავე დებატები ამით არ დასრულებულა. პირდაპირ ეთერში მოსკოვიდან "რუსეთში ქართველთა კავშირის" თავმჯდომარე, მიხეილ ხუბუტია ჩაერთო.  მისი აზრით, საქართველოს გასაღები ღმერთის და პუტინის ხელშია.

ხუბუტიას ჩართვის შემდეგ, დარბაზში მჯდომმა ერეკლე დეისაძემ მიკროფონი ითხოვა და პირდაპირ ეთერში პუტინს შეაგინა.

სიტუაციის განმუხტვა იუმორით სცადა  მომღერალმა ანრი ჯოხაძემ.  გრიგოლიას კითხვაზე: წავიდოდა თუ არა ის მოსკოვში გამართულ თბილისობაზე, ჯოხაძემ უპასუხა. "მე ვერ ჩავიდოდი იმიტომ, რომ ჩემი შავი მთავრე რუსეთშია".

ჯოხაძის პასუხმა "რეაქციის" წამყვანის უკმაყოფილება გამოიწვია და სტუმარს სერიოზული შეფასებისკენ მოუწოდა.

"აქ იმდენი საოცრება ითქვა, ცოტა უნდა განვმუხტო სიტუაცია, აღნიშნა ჯოხაძემ და დასძინა, რომ ეს ყველაფერი რაც ამ თემის ირგვლივ ხდება, არის ჩვეულებრივი დემაგოგია. ჯოხაძის შეფასებას გამოეხმაურა ნინუკა ფორჩხიძე და განმარტა, რომ იმ მომღერლების მოსაზრებას, რომლებიც მოსკოვში გამართულ თბილისობაზე იმყოფებოდნენ, პოლიტიკურად ღირებულად არ მიიჩნევს.

ასევე დაგაინტერესებთ: |

"ჩემი პასუხი კომპთან მჯდომ პატრიოტებს" - მამულიჩა მოსკოვურ "თბილისობასა" და სააკაშვილი-ხუბუტიას მეგობრობაზე

ცნობილების მწვავე შეფასებები მოსკოვურ თბილისობაზე ქართველი მომღერლების გამოსვლასთან დაკავშირებით

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა