დამამშვიდებელი წამალი წამოგიღეთ რომ დაწყნარდეთ - ირმა ინაშვილი მაია ორჯონიკიძეს

დამამშვიდებელი წამალი წამოგიღეთ რომ დაწყნარდეთ - ირმა ინაშვილი მაია ორჯონიკიძეს

ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციაში"  ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ სიტუაციას განიხილავენ. სტუმრებს შორის დებატები ცხარე კამათში გადაიზარდა.

"ამ ხელისუფლებამ დაიტოვა წინა ხელისუფლების მინუსები და არ დაიტოვა პლუსები. სისტემა დავანგრიეთო ეს ხალხი იძახის, არანაირი სიტემა არ დანგრეულა. მარტო გირგვლიანის და რობაქიძის სისხლსა აქვს ფასი? თათუხაშვილის სისხლს ფასი არ აქვს?"- განაცხადა მაია ორჯონიკიძემ. ორჯონიკიძის განცხადებას ირმა ინაშვილთან დებატები მოჰყვა, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ოჯონიკიძემ ინაშვილს "გრუს" აგენტი უწოდა.

"დაასრულეთ ქალბატონო მაია, მე თქვენ დამამშვიდებელი წამალი წამოგიღეთ რომ დაწყნარდეთ", - მიმართა ინაშვილმა ორჯონიკიძეს. 

რეპლიკას რეპლიკით უპასუხა ორჯონიკიძემ: "თქვენ სხვა წამლებიც გექნებათ, "სუბოტექსი" გექნებათ, მერე ვინმეს ჩაუდებთ"...

"ასეთი ფრაზების შემდეგ წესით უნდა დაგკითხონ, გაჩუმდით თუ შეიძლება", - შეეპასუხა ინაშვილი.

ასეევ ნახეთ| ნათია მეგრელიშვილი პირდაპირი ეთერის დროს სიგარეტის მოსაწევად გავიდა

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა