ნათია მეგრელიშვილი პირდაპირი ეთერის დროს სიგარეტის მოსაწევად გავიდა

ნათია მეგრელიშვილი პირდაპირი ეთერის დროს სიგარეტის მოსაწევად გავიდა

"ტელეიმედის" თოქ-შოუ "რეაქციაში, "ჟურნალისტ ირმა ინაშვილთან ცხარე დებატების დროს, პირდაპირ ეთერში, პუბლიცისტმა ნათია მეგრელიშვილმა სტუდიიდან გასვლა და სიგარეტის მოწევა ითხოვა. მეგრელიშვილის აღშფოთება გამოიწვია ინაშვილის მიერ მიშა სააკაშვილის მისამართით გამოთქმულმა რეპლიკამ.

"სააკაშვილს უნდოდა გამოეყვანა ახალი ჯიში უეროვნებო,უსქესო და ურწმუნო მაგრამ ვერ გადაგვაჯიშეთ არ გამოგივიდათ".

ირმა ინაშვილის თქმით, მას ნათია მეგრელიშვილის სიტყვებმა გაახსენა სააკაშვილის სურვილი ქართველი ადამიანის გადაჯიშების შესახებ და ის სააკაშვილს ყოველთვის აკადრებს ამის თქმას.

"რაც გინდათ ის აკადრეთ სააკაშვილს, მაგრამ მე ნათია ვარ მეგრელიშვილი, არა ვარ სააკაშვილი, ნათიას ნუ დააბრალებთ იმას რაც გინდათ რომ დააბრალოთ სააკაშვილს, მე არ ვარ მიშა."- განაცხადა ნათია მეგრელიშვილმა.

სტუმარმა ამ სიტყვების შემდეგ სტუდია დატოვა და გავიდა.

ასევე ნახეთ| დამამშვიდებელი წამალი წამოგიღეთ რომ დაწყნარდეთ - ირმა ინაშვილი მაია ორჯონიკიძეს

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა