რატომ არ ახსენებთ ადამიანებს, რომლებსაც ცოცხლად ატყავებდნენ - ბესელია გივი თარგამაძეს

რატომ არ ახსენებთ ადამიანებს, რომლებსაც ცოცხლად ატყავებდნენ - ბესელია გივი თარგამაძეს

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახლთან მომხდარ ინციდენტსა და ბაჩო ახალაიას მიამრთ წაყენებული ბრალდებების გარშემო საუბარს დაპირისპირება მოჰყვა.

ეკა ბესელიამ გივი თარგამაძის იმ განცხადებებს უპასუხა, სადაც თარგამაძე პოლიციის პოლიტიზებულ ქმედებებზე საუბრობდა. ეკა ბესელიამ პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა, რომ ადამიანებს, რომელიც მისი თქმით, დანაშაულებრივ რეჟიმს წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საუბრის უფლება არ აქვთ. "როდესაც საუბრობენ ბაჩო ახალაიაზე,რატომ არ ახსენებენ იმ ადამიანებს, რომლებიც შეეწირნენ ამ რეჟიმს. იმ ასობით ადამიანს,რომელსაც ცოცხლად ატყავებდნენ"-განაცხადა ბესელია.

ასევე დაგაინტერესებთ|

გინება და ჩხუბი "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა