სად დასაქმდნენ კალაძის ცოლის ნათესავები და ჯაჭვლიანის ბიცოლა - ნეპოტიზმი მთავრობაში

სად დასაქმდნენ კალაძის ცოლის ნათესავები და ჯაჭვლიანის ბიცოლა - ნეპოტიზმი მთავრობაში

ბოლო განახლება| ვინ არის ანუკი არეშიძის ძმა, რომლის გამო საკრებულოში დაპირისპირება მოხდა

არასამთავრობო ორგანიზაცია "მონიტორინგის ცენტრი- მედიატორი", თბილისის მასშტაბით, თვითმმართველობის ორგანოებში ნეპოტიზმის ფაქტებს აქვეყნებს. როგორც ორგანიზაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე "მედიატორის" დამფუძნებელმა, გივი კუბლაშვილმა განაცხადა, ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ცოლის ძმა გიორგი არეშიძე ქალაქ თბილისის მერიაში სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურში უფროსის მოადგილედ დანიშნა. ასევე, მისი მეუღლის, ანუკა არეშიძის ბიძა ბესიკ ჭუმბურიძე დოლიძე-ბახტრიონის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. კუბლაშვილის ინფორმაციით, ვიცე-პრემიერის მეუღლის დეიდაშვილი ლუკა კანკავა კი საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანის ბიცოლა ციური ჭანტურია მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში დაინიშნა. ქალაქ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, ჯაბა სამუშიას ცოლმა კი, თბილისის ბავშვთა ბაღების მართვის სააგენტოში დაიწყო მუშაობა.

ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, ნაძალადევის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ მისი ცოლის ძმა ნაძალადევის რაიონში გამგეობაში დაასაქმა, თუმცა - ხელშეკრულებით.

ამასთან, გივი კუბლაშვილის განცხადებით, ისნის გამგებლის, ვახტანგ ქიზიყურაშვილის ვაჟი ირაკლი ქიზიყურაშვილი დიდუბის რაიონში ინფრასტრუქტურის განყოფილებაში დასაქმდა.

კუბლაშვილის განცხადებით, სამგორში გამგეობის აპარატის უფროსისა და გამგებლის მეუღლეები არიან მეჯვარეები. დიდუბის რაიონში კი, "მედიატორის" ინფორმაციით, გამგებლის, ირმა ზავრადაშვილის დეიდაშვილის მეუღლე ნატო დარჯანია დიდუბის უბნის სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობს. თბილისის საკრებულოს დიღმის დეპუტატის, თარაშ შურღაიას ბიძა, ალექსანდრე ავთანდილაშვილი კი დიდუბის რაიონის გამგეობაში განყოფილების უფროსად დაინიშნა.

როგორც გივი კუბლაშვილმა განაცხადა, ნეპოტიზმის ყველაზე რთული შემთხვევა სწორედ დიდუბის რაიონში ფიქსირდება. მისი თქმით, ორგანიზაციამ აღნიშნული კვლევა თვითმმართველობებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების თხოვნის საფუძველზე ჩაატარა.

"თანამშრომლებმა მოგვმართეს თხოვნით, შეგვესწავლა, თუ ვინ დაინიშნენ მათი გათავისუფლების შემდეგ თანამდებობებზე. სწორედ აქედან გამომდინარე ჩავატარეთ კვლევა. ჩვენ ვსაწვლობთ რეგიონებში არსებულ ვითარებასაც, რომელსაც მოგვიანებით წარმოვადგენთ. ერთ-ერთი რაც ამ დრომდე გამოიკვეთა, არის ის, რომ ქობულეთში კახა კალაძის მეგობარი და ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი უფროსი დაინიშნა ერთ-ერთ თანამდებობაზე", - განაცხადა გივი კუბლაშვილმა.

კვლევა ჩატარებულია საკადრო ცვლილებების დაწყების დღიდან, 16 ოქტომბრამდე პერიოდში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა