ვინ არის ანუკი არეშიძის ძმა, რომლის გამო საკრებულოში დაპირისპირება მოხდა

ვინ არის ანუკი არეშიძის ძმა, რომლის გამო საკრებულოში დაპირისპირება მოხდა

საკრებულოში სამი კომისიის გაერთიანებული სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. სხდომაზე ხმაური თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გიორგი არეშიძის წარდგენამ გამოიწვია (ვიდეო). "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ გიორგი არეშიძის ამ თანამდებობაზე დანიშვნა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ნეპოტიზმის გაგრძელებას ემსახურება. მისი განცხადებით, გიორგი არეშიძეს CV-ში სამუშაო გამოცდილებად მხოლოდ "ქართულ ოცნებაში" ყოფნა უწერია.

ნადირაძის განცხადებით, გიორგი არეშიძე თანამდებობაზე მხოლოდ იმიტომ ინიშნება, რომ ის ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის ცოლისძმაა.

ნადირაძის ამ განცხადებას სხდომაზე საკრებულოს წევრების მხრიდან ხმაური მოყვა. მათ ირაკლი ნადირაძეს "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი შეახსენეს და აღნიშნეს, რომ გასული 9 წლის განმავლობაში თანამდებობაზე დანიშვნა ხდებოდა ნეპოტიზმით.

თბილისის მერის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ განაცხადა, რომ გიორგი არეშიძის შერჩევა აღნიშნულ თანამდებობაზე იმის გამო არ მომხდარა, რომ იგი კახა კალაძის ცოლისძმაა.

"მას საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს და უხელმძღვანელებს ისეთ სამსახურს, რომელიც ახალგაზრდულ საქმეებს შეეხება. იგი ძალიან აქტიურად მუშაობდა ახალგაზრდულ პროექტებზე", - განაცხადა ალუდა გოგლიჩიძემ.

თავად გიორგი არეშიძემ კი განაცხადა, რომ პოლიტიკაში სწორედ მაშინ გამოჩნდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა აქტიური საქმიანობა დაიწყო.

"მე და ჩემი სიძის, კახა კალაძის პოლიტიკაში მოღვაწეობა ერთად დაიწყო. ძალიან მეამაყება, რომ კახა კალაძე ჩემი სიძეა, მაგრამ მე არ ვაპირებ ვინმეს ჩრდილქვეშ ვიყო. მე ვარ გიორგი არეშიძე და CV-ში სწორედ ასე მიწერია და სწორედ ჩემი სახელი და გვარით ვაპირებ პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას. არსად მითითებული არ მაქვს, რომ მე ვარ კახა კალაძის ცოლისძმა", - განაცხადა გიორგი არეშიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ| სად დასაქმდნენ კალაძის ცოლის ნათესავები, ჯაჭვლიანის ბიცოლა და სამუშიას ცოლი - ნეპოტიზმი მთავრობაში

იხილეთ ვიდეო: "CV-ში არსად მიწერია, რომ კალაძის ცოლისძმა ვარ"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა