"ეს იყო ადამიანების მიზანმიმართული დახვრეტა..." - ნანი სურმანიძე

"ეს იყო ადამიანების მიზანმიმართული დახვრეტა..." - ნანი სურმანიძე

ტელეიმედის გადაცემა "რეაქციის" ეთერში, ბაჩო ახალაიას "ნავთლუღის საქმეზე" გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით მისი მხარდამჭერებმა და დაზარალებული მხარის წარმომადგენლებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს.

"ეს იყო ადამიანების მიზანმიმართული დახვრეტა...ჩვენ უფრო დიდ განაჩენს ველოდით. ეს განცხადება, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი რომან სურმანიძის დამ, ნანი სურმანიძემ გააკეთა.

სურმანიძის განცხადებით, გარდაცვლილთა ოჯახებს განაჩენი ადეკვატურად არ მიაჩნიად, რადგან მისი თქმით, კონტრდაზვერვის თანამშრომლების მიერ სამი ახალგაზრდა მამაკაცი სასტიკად იქნა მოკლული. მისივე განცხადებით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვთ გაასაჩივრებენ თუ არა საქალაქო სასამრთლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რადგან ისინი დათა ახალაიას დაკავებას და მისთვის განაჩენის გამოტანას ელოდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ| ბაჩო ახალაია ადამიანების მჭამელად შეირაცხა - სალომე მახარაძე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა