ივანიშვილი ზვიგენს თავის შვილებს ჩაუყრის და თვითონაც ჩაუხტება?! - მიხეილ სააკაშვილი

ივანიშვილი ზვიგენს თავის შვილებს ჩაუყრის და თვითონაც ჩაუხტება?! - მიხეილ სააკაშვილი

ყველგან, სადაც ხმა მიმიწვდება, ყველას ვუთხრი, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის იგივე, რაც არის დონ ბასი და ყირიმი - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" ნიუ-იორკიდან ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი აფხაზეთთან ხელშეკრულების გაფორმებით წარმოუდგენლად შორს წავიდა, ვიდრე 2008 წელს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება იყო.

"მინდა ყველა დავფიქრდეთ კრიტიკულ ისტორიულ მომენტზე, რა შეიძლება გააკეთოს საქართველომ და ქართველმა ხალხმა, ივანიშვილის ხელისუფლებამ რა გააკეთა?! მე ვეხმარები უკრაინელ მეგობრებს, რადგან ამოვდივარ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან. მე დავდივარ კიევში იმტომ, რომ ვეხმარები ჩემს მეგობარ პოროშენკოს და ჩემ მეორე მეგობარ არსენ იაცენიუკს და ბევრ მეგობარს ჩემს გუნდთან ერთად, იმიტომ, რომ ამოვდივარ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან. ყველგან, სადაც ხმა მიმიწვდება, ყველას ვუთხრი, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის იგივე, რაც არის დონ ბასი და ყირიმი, მე ვარ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და არ ვარ საქართველოს მოქმედი ხელისუფლია", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, იგი ყველა უცხოელ ჟურნალისტთან, სადაც შეუძლია, საუბრობს საქართველოს პრობლემაზე. "მეორე დღეს გამოდის ფორმალური უთავმოყვარეო მთავრობის თავმჯდომარე საქართველოსი და იძახის, რომ ესენი კავშირში არ არის ერთმანეთთან, სხვა არის ყირიმი და აფხაზეთი და ამას ეუბნება საერთაშორისო თანამეგობრობას. რამდენიმე ამერიკელ ჟურნალიტს ველაპარაკე დღეს, სად არიან საქართველოს მთავრობის წევრები?! მაინც გამოვიდა რომელიმე ტელერახზე, სამარცხვინოდ აქვთ თავი ჩამარხული. მე ვამბობდი, რომ საქრთველოს ტერიტორია ოკუპირებულია, ივანიშვილი ამბობდა საქართველომ დაიწყო ომი, მე ვამბობდი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მაქსიმალურად შევაწუხოთ, ივანიშვილი ამბობდა, რომ ჩვენ დასავლეთისთვის პრობლემა არ უნდა გავხდეთ. ისინი ამბობენ, რომ მათ აქვთ უნიკალური მიდგომა რუსეთთან მიმართებაში და არ გავაკეთებთ იმას, რასაც უკრაინა აკეთებს, ეს გამოიხატება იმაში, რომ დასავლეთს არ ჩარევს რუსეთთან ურთიერთობაში. მე ვსვამ კითხვას - ივანიშვილის ზვიგენი, რომ არის დიდი აკვარიუმში, თავის შვილებს ჩაყრის, თვითონ ჩაუხტება და ღამეს გაატარებს მასთან ერთად აუზში?! იგივე ზვიგენია რუსეთი. შევარდნაძესთან ერთად ვცურავდით ჩვენ ამ აკვარიუმში და ხან ერთი და ხან მეორე ნაწილი მოგვაჭამეს", - განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, საქართველომ წარმოუდგენლად დიდი დრო დაკარგა.

ასევე დაგაინტერესებთ: ივანიშვილმა პირადი ბოღმის გამო დაბლოკა შემოვლითი გზის პროექტი - სააკაშვილი თბილისში არსებულ საცობებზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა