ივანიშვილმა პირადი ბოღმის გამო დაბლოკა შემოვლითი გზის პროექტი - სააკაშვილი თბილისში არსებულ საცობებზე

ივანიშვილმა პირადი ბოღმის გამო დაბლოკა შემოვლითი გზის პროექტი - სააკაშვილი თბილისში არსებულ საცობებზე

იციან თბილისელებმა, რომ თბილისში საცობების პრობლემა ერთ დღეში შეიძლება გადაწყდეს? -ეს კითხვა ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის თოქ-შოუ "არჩევანის" ეთერში ნიუ-იორკიდან ჩართვისას თბილისში არსებულ საცობებთან დაკავშირებით დასვა და დასძინა, რომ მისი მმართველობის პერიოდში 200 მილიონი დაიხარჯა შემოვლითი გზის მშენებლობაზე, თუმცა  ბიძინა ივანიშვილმა "მის ჯინაზე" პირადად დაბლოკა ამ გზის პროექტი.

"როგორც თავის დროზე, 30-იან წლებში სნაპირო გაიჭრა თბილისში და პრაქტიკულად ყველა ცენტრალური გზა გაიხსნა, ახლაც გაიხსნებოდა შემოვლითი გზა, რომელიც ბევრად მეტი გამტარიანობის არის, ვიდრე მარცხენა და მარჯვენა სანაპირო.  მთელი მოძრაობა, რაც გრეუბნებიდან ჩამოდის თბილისში გადავა ავტომატურად ამ გზაზე და პრაქტიკულად არცერთ ადგილზე თბილისში არ იქნება საცობი. - რატომ არ იქნება ეს გზა, რომელიც უკვე არის გამზადებული?- იმიტომ, რომ ივანიშვილმა ჩვენს ჯინაზე, პირადი ბოღმის გამო თავიდან ბოლომდე თვითონ დაბლოკა ეს პროექტი. იქ არის დარჩენილი სამი კვირის სამუშაოები, რომ გაიხსნას ეს გზა და თბილისი დარჩეს საცობების გარეშე. "- დასძინა სააკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ: ივანიშვილი ზვიგენს თავის შვილებს ჩაუყრის და თვითონაც ჩაუხტება?! - მიხეილ სააკაშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა