მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებ ორჯონიკიძის და მახარაძის გვედით - ირაკლი ღლონტი არჩილ ჭყოიძეს

მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებ ორჯონიკიძის და მახარაძის გვედით - ირაკლი ღლონტი არჩილ ჭყოიძეს

ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციაში" რუსეთსა და აფხაზეთის დეფაქტო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების საკითხის განხილვისას, სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა დებატები "რეფორმატორების" ლიდერს, ირაკლი ღლონტსა და "ევრაზიული არჩევანის" ხელმძღვანელს შორის. ირაკლი ღლონტმა ჭყოიძეს ეთერში დაფიქსირებული პოლიტიკური პოზიციის გამო, მოღალატე უწოდა.

"მადლობა თქვი, რომ შენ საერთოდ გელაპარაკები, შენ ძალიან მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებ ორჯონიკიძის და მახარაძის გვედით, ფრთხილად იყავი ჭყოიძე, ისტორია შეგაფასებს შენი მოღალატეობრივი პოზიციისთვის. შენ ვერ იტყვი რუსეთზე ცუდს, იმიტომ რომ გაფინანსებენ იქიდან, როგორ ელაპარაკები ჟირინოვსკის, რომელსაც ასე ეზიზღება საქართველო?", - მიმართა ღლონტმა.

ღლონტის შენიშვნას რეპლიკით უპასუხა ჭყოიძემ და დასძინა, რომ ვისაც საქართველო ეზიზღება უნდა ველაპარაკოთ.

ყველას, ვისაც საქართველო ეზიზღება უნდა ველაპარაკოთ, არა, ელაპარაკეთ მარტო ამერიკელებს..."

ასევე დაგაინტერესებთ:

ნუ გამაგიჟეთ, ბატონო არჩილ, რა ხდება კარგი?! - ინგა გრიგოლიას ემოციური კითხვა არჩილ ჭყოიძეს

-აბა რა გეგონათ, ლექცია უნდა წაგეკითხათ? - გრიგოლია ზვიად კვაჭანტირაძეს

- "ეს არის კატასტროფა" - მაია ფანჯიკიძე პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას ეხმაურება

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - რურუას საქმე; მზადება არჩევნებისთვის;ხელისუფლების პოზიცია

"თამარ მეფემ დიდუბეში გადაიხადა ქორწილი... იმიტომ რომ ეს იყო აბსოლუტური წალკოტი" - ანა დოლიძე

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"