ეკა ბესელიამ "რუსთავი 2"-ს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა

ეკა ბესელიამ "რუსთავი 2"-ს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა

"მე არ ვიცი მერამდენედ მოუკლეს შვილი ზურა ვაზაგაშვილის დედას და მერამდენედ მოკლეს ეხლა ერთი უდანაშაულო ადამიანი იური ვაზაგაშვილი, რადგან ის შეურაცხყოფები, რომელსაც ისმენდა ეხლა საზოგადოება, არის მძიმედ მოსასმენი" - ეს განცხადება ეკა ბესელიამ "არჩევანის" ეთერში გააკეთა და "რუსთავი2"-ს საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

"თქვენს მაგივრად მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც იყო შეურაცხყოფილი, ნატკენი, როდესაც კიდევ ერთხელ ვისმენდითYუმძიმეს განცხადებებს თქვენს მიერ მოწვეული ერთ-ერთი სტუმრის მიერ. არ ვიცი, მერამდედ მოუკლეს ზურა ვაზაგაშვილი მის დედას და მერამდენედ მოკლეს იური ვაზაგაშვილი. არსებობს ზღვარი, სადაც უნდა გადიოდეს გამოხატვის თავისუფლება და გარკვეული მორალური კატეგორიები უნდა ბოჭავდეს მედიას, არ შეიძლება ყველაფერის დაშვება და იმ ყველაფრის მოსმენა, რასაც ვისმენდით. ყველაფერს აქვს თავისი მორალური მიჯნა, არ შეიძლება ყველაფერი ითქვას", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მან მიმართა შესაბამის სამსახურებს, რომ გაირკვეს იმ ფაქტების შესახებ, რომელზეც ლევან გაბუნია საუბრობდა. თავად ბესელია აცხადებს, რომ ამ ფაქტებზე არანაირი ინფორმაცია არ აქვს და გასაკვირია, როდესაც მცდელობა იყო "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, ყველაფერი დაებრალებინათ ზურაბ ვაზაგაშვილისთვის, აღნიშნული საქმეების დაკავშირება არ მოხდა.

2002 წელს დაღუპული გიორგი გაბუნიას მამა ლევან გაბუნია მისი შვილისა და ბექა პაპუაშვილის მკვლელობაში ზურაბ ვაზაგაშვილს ადანაშაულებს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა