"ვაზაგაშვილმა შვილი მომიკლა, იურა ვაზაგაშვილიც კრიმინალი იყო" - ლევან გაბუნიას სკანდალური განცხადება

"ვაზაგაშვილმა შვილი მომიკლა, იურა ვაზაგაშვილიც კრიმინალი იყო" - ლევან გაბუნიას სკანდალური განცხადება

ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გადაცემა "არჩევანის" ეთერში სკანდალური განცხადება გააკეთა 2002 წელს დაღუპული გიორგი გაბუნიას მამამ, ლევან გაბუნიამ. მისი განცხადებით, ვაზაგაშვილმა მას შვილი მოუკლა.

"ზურაბ ვაზაგაშვილი კრიმინალი და მკვლელი იყო მანამდეც, ვიდრე პაპუაშვილს და მის შვილს მოკლავდნენ. "კრიმინალი იყო, ყაჩაღი და ბანდიტი. იურა ვაზაგაშვილიც კრიმინალი იყო, ეს ჩემთვის შემდეგ გახდა ცნობილი. თბილისელებმა ძალიან კარგად იციან, რას საქმიანობდა ის "ჯაზუში". ნარკოტიკები იყიდებოდა, "სუბუტექსის" პირველი შემომტანი იყო. ასე რომ, პოლიტიზირებულია საქმეები, რომლებიც პოლიტიკოსებს სჭირდებთ. მიმიფურთხებია იმ თბილისელისთვის და იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც იურა ვაზაგაშვილს და მის შვილს გმირებად შერაცხავს. ყველაფერს ნათელი მაშინ მოეფინება, როდესაც ჩემი შვილი და პაპუაშვილის მკვლელობის საქმე საბოლოოდ დასრულდება", - აღნიშნა გაბუნიამ.

გაბუნიას განცხადებით, მისი შვილი, იმის გამო, რომ იყო მოწმე 21 წლის ბექა პაპუაშვილის მკვლელობისა, რომელიც გაბუნიას განცხადებით, ასევე ზურა ვაზაგაშვილმა მოკლა, როგორც მოწმე "მოიშორეს". გაბუნია აცხადებს, რომ 2002 წელს ზურა ვაზაგაშვილი დააკავეს, თუმცა იური ვაზაგაშვილმა 70 ათასი დოლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა, რომელიც გაბუნიას მტკიცებით, მან ვაკე-საბურთალოს პროკურატურას გადაუხადა, რეკომენდაცია კი ელენე თევდორაძემ გასცა.

თემასთან დაკავშირებით იხილეთ| "ბატონ იურის ჰქონდა მტკიცებულება, რომ ზურა ვაზაგაშვილი არ იყო გარეული ამ ბიჭების მკვლელობის საქმეში" - ლია ტოკლიკიშვილი

გურამ დონაძე: "ბუტა რობაქიძე არც ფირცხალავს, არც დონაძეს და არც მიქაძეს არ მოუკლავს და ეს დადასტურდა"

-"ერთიც მე გამივარდება და ნახავ ..". დაპირისპირება სოსო რობაქიძესა და გურამ დონაძეს შორის

-ეკა ბესელიამ "რუსთავი 2"-ს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ