"საზოგადოებამ შეაფასოს ეს არის მუქარა თუ ქალაქის გულშემატკივრობა" - აბესაძე ჩაფიძესთან პირად მიმოწერას ასაჯაროვებს

"საზოგადოებამ შეაფასოს ეს არის მუქარა თუ ქალაქის გულშემატკივრობა" - აბესაძე ჩაფიძესთან პირად მიმოწერას ასაჯაროვებს

განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე დეპუტატ ელისო ჩაფიძესთან პირად მიმოწერას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ასაჯაროვებს.

"ჩემი და ქალბატონი ელისო ჩაფიძის პირადი მიმოწერა. ძალიან არ მომწონს პირადი საუბრის გასაჯაროება, მაგრამ რახან მან ჩათვალა და ეს გაასაჯაროვა, მეც ვაქვეყნებ სრულ მიმოწერას.

ტყიბულელებმა და საზოგადოებამ შეაფასოს ეს არის მუქარა თუ ეს არის ქალაქის გულშემატკივრობა, ქართული ოცნების ინტერესების დაცვა და სამთავრობო კურსის მხარდაჭერა. სხვა დანარჩენ ბრალდებებზე აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს დღეს", - წერს აბესაძე.

შეგახსენებთ, დეპუტატი ელისო ჩაფიძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ დაპირისპირება ირაკლი ტრიპოლსკისთან აქვს. ჩაფიძის თქმით, დაპირისპირება გამოიწვია იმან, რომ მის წინააღმდეგ გარკვეულ პროვოკაციებს აწყობენ - ტყიბულელებს ცრუ ინფორმაციას აწოდებს განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე, რომელიც ტყიბულის საზოგადოებას დეპუტატმა ტრიპოლსკიმ წარუდგინა და მუდმივად ტყიბულში იმყოფება".

იხილეთ ასევე: მორიგი დაპირისპირება "ოცნებაში" - ელისო ჩაფიძე: "ჩემ წინააღმდეგ პროვოკაციებია დაგეგმილი"

იხილეთ ფოტოგალერეა

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა