ექსპრემიერის განმარტებით, განცხადებაში, რომ მესამე წელიწადი იქნება კარგი, დემოკრატიული ფასეულობების დაფუძნება ჰქონდა მხედველობაში

ექსპრემიერის განმარტებით, განცხადებაში, რომ მესამე წელიწადი იქნება კარგი, დემოკრატიული ფასეულობების დაფუძნება ჰქონდა მხედველობაში

ევროპულ ეკონომიკას 5 და 10 წელიწადში ვერ ააშენებ, მსგავსი შეიძლება, ჩვენ 20 წელიწადში გავაკეთოთ, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის ეთერში, ანალიტიკურ გადაცემაში "კვირის 20/30" სტუმრობისას განაცხადა.

"ძირითადი, რითაც შეიძლება ჩვენი ქვეყანა უპრეცედენტო გახდეს მთელს მსოფლიოში არათუ დღეს, არამედ ისტორიულადაც, გახლავთ ის კონტრასტი, რომელიც არსებობს საქართველოს დღევანდელი ეკონომიკისა და ქვეყნის დემოკრატიულობის დანარჩენი ღირებულებების შეფასებაში. ის, რომ საქართველოში დღეს დემოკრატიული ფასეულობები ყველაზე განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში რაც გახლავთ, ამ მხრივ საქართველოში 2012 წლის არჩევნების შემდგომ ჩვენი მდგომარეობა აბსოლუტურად კონკურენტულუნარიანია ყველაზე კარგ ევროპულ ქვეყნებთანაც კი. ამ დროს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეობაზე წარმოებული სასაქონლო პროდუქციის მხრივ 10-ჯერ და 15-ჯერ ჩამორჩება. დანარჩენი მაჩვენებლებით შეიძლება შევედაროთ ნებისმიერ ქვეყანას. მე ამაზე პრეტენზია მაქვს", - განაცხადა ივანიშვილმა.

თუმცა ივანიშვილი დღესაც არ გამორიცხავს, საქართველო მომავალში მეორე დუბაი იყოს. "ის, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთო, სწრაფად გავაკეთეთ. 2 წლის განმავლობაში ჩვენ საოცრად დიდი ნახტომი გავაკეთეთ და დემოკრატიული ღირებულებებით შეიძლება ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანასთან კონკურენციაში შევიდეთ. ამ დროს ეკონომიკა არის ასეთი, მას ვერც 2 და ვერც 5 წელიწადში ევროპულს ვერ გახდი", - განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილმა პრემიერმა განმარტა მისი განცხადება, რომ მესამე წელიწადი იქნება კარგი და განაცხადა, რომ დემოკრატიული ფასეულობების დაფუძნება ჰქონდა მხედველობაში, რაც სტიმულს მისცემს ეკონომიკას.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე: "მედიასივრცეს ახალი ანალიტიკოსებით მოვამარაგებთ" - ბიძინა ივანიშვილი "კვირის 20/30"-ის მიზნებსა და სხვა დეტალებზე

ბიძინა ივანიშვილი - მედია ხელისუფლების ზეწოლისგან აბსოლუტურად თავისუფალია, თუმცა მეპატრონეების გავლენა ცალკე საანალიზოა

"ნაციონალები" ყველაფერზე არიან წამსვლელები, მაგრამ საშუალება არ აქვთ და არც ექნებათ - ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი - ხელისუფლება შეიძლება ეფექტურად ფუნქციონირებდეს, მაგრამ მოსახლეობა უკმაყოფილო იყოს და არჩევნებსაც არ დაელოდონ

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა