"ეს უკრაინელებისთვის დამამცირებელია" - უკრაინელი მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების რეაქცია სააკაშვილის გუბერნატორად შესაძლო დანიშვნაზე

"ეს უკრაინელებისთვის დამამცირებელია" - უკრაინელი მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების რეაქცია სააკაშვილის გუბერნატორად შესაძლო დანიშვნაზე

თემის განახლება| მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დაინიშნა

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, - ამის შესახებ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე უკრაინელი დეპუტატი, პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრი, მუსტაფა ნაიემი და კიდევ ერთი უკრაინელი დეპუტატი, სერგეი ლეშენკოც წერს. ამასთან, არსებული ინფორმაციით, პეტრო პოროშენკომ სააკაშვილი შესაძლოა, დღეს ოდესის გუბერნატორის პოსტზე წარადგინოს. ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერჯერობით არ ადასტურებენ, თუმცა, ცნობილია, რომ მისი კანდიდატურა მინისტრთა კაბინეტმა წარადგინა.

Ambebi.ge დაინტერესდა, როგორი რეზონანსი მოჰყვა ამ ფაქტს უკრაინაში. გთავაზობთ მოქალაქეების და ოფიციალური პირების გამოხმაურებებს "ტვიტერზე".

"მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნის საპასუხოდ იანუკოვიჩი ორონეჟის გუბერნატორად დავნიშნოთ!" - წერს მომხმარებელი სახელწოდებით Мuд Роисси

"ახალი საქართველო სიღნაღიდან ოდესამდე!" - აქვეყნებს ტვიტს მომხმარებელი სახელწოდებით Все Плохо

"შეგვიძლია, რომ დონეცკის ოლქში შვარცნეგერი ან ტონი ბლერი დავნიშნოთ?" - წერს იგორ ფირსოვი.

"დატვირთული შალანდებით მიშამ ოდესაში ტყემალი ჩამოიტანა" - წერს მომხმარებელი Kalnysh , რომელიც ცნობილ სიმღერას, Шаланды полные кефали-ს პერიფრაზს აკეთებს.

დნეპროპეტროვსკის ოლქის თავმჯდომარის შემცვლელი სვიატოსლავ ოლეინიკი მიიჩნევს, რომ ორ თვეში სააკაშვილი ოპოზიციონერი გახდება, როდესაც შეეჯახება უკრაინულ ბიუროკრატიას და კორუფციას.

"ვფიქრობ, მაქსიმუმ ორ თვეში გუბერნატორი სააკაშვილი მრისხანე ოპოზიციონერი იქნება. ის თვალნათლივ დაინახავს თანამედროვე კორუფციის მთელ მასშტაბურობას, უფლებადამცველთა ორგანოებში არსებული სიტუაცია, საზღვარზე არსებული სიტუაცია, საგადასახადოში არსებული სიტუაცია... ყველაფერი კორუფციაშია ჩაფლული. ამიტომ მოიმარაგეთ პოპკორნი, მეგობრებო. პ.ს. საერთოდ კი, ეს ყველაფერი აგონიას მაგონებს" - წერს ოლეინიკი.

უკრაინის დეპუტატმა ოლეგ ლიაშკომ კი საკუთარი "ტვიტერის" გვერდზე განაცხადა, რომ ეს დანიშვნა უკრაინელთათვის დამამცირებელია.

იხილეთ ვიდეო მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქიდან" და ბედნიერი უკრაინელების კომენტარები

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."