მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დაინიშნა

მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დაინიშნა

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტმა ოდესის გუბერნატორად დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

წარდგენის ცერემონიალს, რომელიც ოდესის ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა, თავად სააკაშვილიც ესწრებოდა. ამ დრომდე ოდესის გუბერნატორის პოსტს იგორ პალიცა იკავებდა, რომელიც გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გადააყენა. ამის მიზეზები უცნობია.

მეტი ინფორმაციისთვის| სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობის, "ნაციონალები" კი სააკაშვილის გარეშე - ახალი რეალობა, რომელიც ყველაფერს ცვლის...

რაც შეეხება სააკაშვილს, ინფორმაცია მისი დანიშვნის შესახებ გუშინ გავრცელდა, თუმცა, მოგვიანებით, პოროშენკოს ადმინიტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იმ დროისთვის მხოლოდ კანდიდატურა იყო წარდგენილი. მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველია საერთაშორისო საკითხებში.

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."