სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობის, "ნაციონალები" კი სააკაშვილის გარეშე - ახალი რეალობა, რომელიც ყველაფერს ცვლის...

სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობის, "ნაციონალები" კი სააკაშვილის გარეშე - ახალი რეალობა, რომელიც ყველაფერს ცვლის...

თემის განახლება| მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დაინიშნა

საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში პოლიტიკური საქმიანობა აღარ შეეძლება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ განუცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულს საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს.

"კანონმდებლობით პოლიტიკურ საქმიანობას საქართველოში შესაძლებელია ეწეოდეს მხოლოდ ამ ქვეყნის მოქალაქე, ანუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკრძალება პოლიტიკური მოღვაწეობა, წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა და ა.შ. შესაბამისად, თუ მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, ის ვერ შეძლებს საქართველოს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მიხეილ სააკაშვილის მიერ პარტიის თავმჯდომარეობის დატოვებაზე საუბარი ნაადრევია, ეს დამოკიდებულია ხელისუფლების ქმედებებზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებს კომენტარებს ამ საკითხზე, რაც ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხზე.

ამასთან, ვაშაძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილის უკრაინაში გუბერნატორად დანიშვნის ფაქტი საინტერესო პრეცედენტია მსოფლიო პრაქტიკაში და საქართველოს დიდ პოზიტივს მოუტანს.

ასევე საინტერესო| "ეს უკრაინელებისთვის დამამცირებელია" - უკრაინელი მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების რეაქცია სააკაშვილის გუბერნატორად შესაძლო დანიშვნაზე

შეგახსენებთ, რომ "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის" შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს პირი, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მოიპოვებს.

თუ პირს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა სურს, მან საქართველოს პრეზიდენტს უნდა მიმართოს.

"საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის" თანახმად, "საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, ხოლო ამ განცხადებასა და წარდგინებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში - განკარგულებას", - ნათქვამია კანონში.

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."