გუშინ, უკრაინულმა გამოცემამ uareview.in.ua -მ მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბრის აუდიოჩანაწერები გაავრცელა, მისი ავთენტურობა როგორც გვარამიამ, ისევე ბოკერიამ დაადასტურა.
გავრცელებული აუდიომასალის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას "რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ელაპარაკება და იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე მიდგება საქმე, რევოლუციურ სცენარს სთავაზობს.
საუბრის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი გვარამიას ბარიკადების აღმართვისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ყველაფერი საბოლოოდ აუცილებლად სროლით დასრულდება.
"თავისუფალი სიტყვის ბოლო ციხესიმაგრის დაცვა საქართველოს ყოფნა არ ყოფნისთვის ბრძოლის ტოლფასია. ნურავის გაუკვირდება, რომ მე ამ ბრძოლისკენ მოვუწოდებ ყველას, ვისაც ამის ძალა და შესაძლებლობა შესწევს. თუ გვინდა, რომ საქართველოს მომავალი გააჩნდეს, ჩვენ არ უნდა დავუშვათ პუტინის სცენარით საქართველოში თავისუფალი აზრის ჩახშობა. თუ თავისუფლების ფიზიკურად დაცვა გახდა საჭირო, ჩვენ ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. როცა დემოკრატიას კლავენ, მას ფიზიკური დაცვა სჭირდება, ამას გვასწავლის ევოპული დემოკრატიის ისტორია. სწორედ ასე, უხეში ძალის წინაშე მშვიდობიანი წინააღმდეგობით დაიცვა უკრაინელმა ხალხმა საკუთარი თავისუფლება. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ ივანიშვილის რეჟიმი მოქმედებს იანუკოვიჩის მოდელით, მან უკვე ყველა დაარწმუნა, რომ ყველაფერზეა წამსვლელი. ბოლო განცხადებების ფონზე, უნდა ვიყოთ მზად, რომ ეს პროვინციელი დიქტატორი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სროლასაც კი არ მოერიდება. მაგრამ, თუ ჩვენ ღირსებას შემართებით დავიცავთ და არ დავთმობთ თავისუფლებას, მისი ხვედრი ზუსტად იგივე იქნება, რაც იანუკოვიჩმა გაიზიარა.
ჩვენ არც-ერთ შემთხვევაში არსად არ უნდა შევიჭრათ და არავინ არ უნდა დავამხოთ, მაგრამ თუ მოძალადე ხელისუფლებისგან თავდაცვა გახდება საჭირო, ამისათვისაც უნდა ვიყოთ მზად და არ უნდა მივცეთ მას საშუალება, უხეში ძალით მოკლას თავისუფალი სიტყვა", - წერს სააკაშვილი.
რედაქცია| თემასთან დაკავშირებული ყველა სტატია ნახეთ თეგზე #სკანდალური აუდიო ჩანაწერი
იხილეთ ასევე|შოკისმომგვრელი ჩანაწერი: მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას რევოლუციისკენ მოუწოდებს?
თუ გაისვრიან, გაისროლონ" - უკრაინული საიტის მტკიცებით, სააკაშვილი-ბოკერია გადატრიალებას გეგმავენ