"სულ მალე თქვენი თავების დაჭრის დროც დადგება" - ქართველების მისამართით გამოქვეყნებული მიმართვის სრული ტექსტი

"სულ მალე თქვენი თავების დაჭრის დროც დადგება" - ქართველების მისამართით გამოქვეყნებული მიმართვის სრული ტექსტი

თემის განახლება| ISIS -ის სახელით გავრცელებული მუქარის ერთ-ერთი ავტორის მამის კომენტარი

!ახალი დეტალები| რა ვიცით ხვიჩა გობაძის შესახებ: ISIS-ის სახელით გავრცელებული ვიდეოს ერთ-ერთი ავტორის ცხოვრება

Furat Media-ს მიერ გავრცელებული ვიდეო ქართულ ენაზეა და მასში დაჯგუფების ოთხი წევრი ჩანს. ერთ-ერთი საუბრობს და მიმართავს ქართველ ხალხს, საუბრის პირველ ნაწილში, შემდეგ კი იმ აჭარელ ხალხს, რომელთაც თავი მუსულმანებად მიაჩნიათ:

"ქება-დიდება ალაჰს. ქება-დიდება იმ ერთადერთ ღმერთს, რომელმაც ჩვენზე ეს დიდი მოწყალება გაიღო და ჩამოგვიყავნა ისლამურ ხალიფატში. ქება-დიდება ალაჰს ამ დიდი წყალობისთვის.

ამის შემდეგ, როგორც ალაჰი ყურანში ბრძანებს - შეაგონე, უეჭველად შეგონება მორწმუნეებისთვის სარგებელს მოიტანს.

ჩვენი განზრახვა და ჩვენი საუბარი მხოლოდ ამ ნათქვამის ცხოვრებაში გატარებაა. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი პატარა მიმართვით მორწმუნეებმა ალაჰის დახმარებით სარგებელი ნახონ.

პირველ რიგში, მივმართავ იმ მუსლიმან ძმებს, რომლებიც სხვებისგან განსხვავებით ჭეშმარიტებას ხედავენ და ესმით.

მუსლიმანო ძმებო, ჩვენ თქვენს გვერდით ვიყავით და ალაჰმა ინება და აქ მოგვიყვანა. ჩვენო მუსლიმანო ძმებო, ალაჰი გიბრძანებთ, ვინც უარყოს ტაგუტი და ირწმუნოს ალაჰი, და ვინ არის ტაგუტი, ტაგუტი არის სხვა ყველა გზა და მიმართულება, რომელიც ალაჰისა და მისი მოციქულის გზას და საზღვრებს გადადის. მუსლიმანო ძმებო, თქვენთვის აკრძალულია იცხოვროთ კაფირებთან ერთად...

მინდა მივმართო აჭარელებს, რომლებსაც საკუთარ თავს მუსლიმებად მიიჩნევენ, რომელთაც ისლამი და მუსულმანები უყვართ. ხალხო, გამჩენმა ალაჰმა ისლამი მთელი კაცობრიობისთვის გამოგზავნა, რათა დაეყენებინა ისინი ჭეშმარიტ გზაზე. თქვენ ამ რელიგიის მხოლოდ ნაწილი მიიღეთ, როგორიცაა მარხვა, დღეში ხუთჯერ ლოცვა... მაგრამ თქვენ უმთავრესი რაც არის, ის არ მიიღეთ - ერთი ღმერთი: - სიყვარული ალაჰის გამო და სიძულვილი ალაჰის გამო. თქვენ ცდებით, როდესაც სიტყვებით ლაპარაკობთ. ცდებით იმ საკითხში, რომ ალაჰი ბრძანებს - მსაჯულება ალაჰს ეკუთვნის და ამავე დროს ყოველდღიურად ხართ ტაგუტის კანონებით და უფრო უარესი - თქვენ თვითონ ირჩევთ მმართველებათ კაფირებს(ურწმუნოებს), რომ თქვენი წინამძღოლები იყვნენ ურწმუნო ბინძურები.

მესამე საკითხი, რაზეც მინდა ვისაუბრო, ეს არის დღეს აჭარაში ისლამის წინამძღოლი, ეგრედ წოდებული მუფტი. თქვენ, დიდი ცოდვა გაწევთ კისერზე, იმიტომ, რომ ადამიანებმა არ იციან ისლამი და არიან შეცდომაში შეყვანილები და თქვენ უფრო დიდ შეცდომაში შეგყავთ ისინი. სიტყვებით უბნევთ გზას, ჭეშმარიტებას უკუღმა აჩვენებთ. თქვენ ტაგუტის მონები ხართ.

ნუთუ არ გეშინიათ ალაჰის, რომელმაც შეგქმნათ ერთი წვეთი სისხლისგან. თქვენ აუცილებლად მოკვდებით და წარსდგებით ალაჰის წინაშე. ყოველი თქვენი ნამოქმედარის გამო პასუხისგება მოგიწევთ მის წინაშე. გეშინოდეთ ალაჰის, ნუ გეშინიათ ამ ბინძური წინამძღვრების.

...

მინდა მივმართო იმ ხალხს, რომლებიც მიხვდნენ რელიგიას სწორად, მაგრამ სწორად არ ცხოვრობენ. ის მდგომარეობა, რომელიც ამ მხრივ საქართველოშია, ძალიან მცირეა. (მიმართავს ქართველ მუსლიმებს) ღმერთმა სწორი გზა მოგცეთ, რომ ჩამოხვიდეთ ქვეყანაში, სადაც ღმერთის კანონით არის მმართველობა. თუმცა ის მდგომარება, რაც საქართველოშია, რომ თავისი გზა-კვალი აიბნიეს ხალხმა, ეს მუსლიმის უინტერესობიდან გამომდინარეა. ყველა მუსლიმი ვალდებულია ალაჰის სწორი გზით იცხოვროს. 

მინდა მივმართო საქართველოს მორწმუნეებს, რომელიც ებრძვიან დიდი ხნის განმავლობაში, რომლებსაც დიდი მონაწილეობა აქვთ მიღებული ისლამის საწინააღმდეგოდ, ეს იქნება ერაყში თუ ავღანეთში, ყველა თქვენი ნამოქმედარის გამო ღმერთის კანონით განისჯებით, და ღმერთი ძალიან მკაცრია. აქედან გამომდინარე, გონს მოეგეთ და შეეშვით მუსლიმების დევნას. ყველა თქვენი მოქმედება, რომელიც ისლამის საწინააღმდეგოდ გამოიყენეთ, პასუხისგებაში დადგება. სულ მალე, ღმერთის სახელით, დადგება თქვენი თავების დაჭრის დროც. ღმერთის კანონით დაგსჯით და განგსჯით", - ნათქვამია მიმართვაში, რომელიც Sendvid.com-ზე ISIS-ის პროპაგანდისტული ვიდეოარხის, Furat Media-ზე გამოქვეყნდა.

იხილეთ ვიდეო

ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც ISIS-ს გზავნილს ახმოვანებს სოფელ დიდაჭარის მკვიდრი ხვიჩა გობაძეა

ISIS-ს გზავნილი ქართველ ხალხს: "ჩვენ თქვენ გვერდში ვიყავით, ალაჰმა ინება და აქ მოგვიყვანა"

"ნათელაშვილის ეზოში შეკრებილი ზოგიერთი სუბიექტის განცხადება არ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი პროცესის განვითარების საფუძველი" - ვოლსკი

ვინ შესთავაზა ვასილ მაღლაფერიძეს "ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრობა - "ძალიან საინტერესო ეტაპი იწყება"

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის მადგილედ და პოლიტსაბჭოს წევრად საზმაუს ექსდირექტორი ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს