სუს-ის მიმართვა მედიასაშუალებებს ISIS-ის სახელით გავრცელებული ვიდეოს შემდეგ

სუს-ის მიმართვა მედიასაშუალებებს ISIS-ის სახელით გავრცელებული ვიდეოს შემდეგ

მას შემდეგ, რაც ISIS-ის სახელით, ოთხი პირის მონაწილეობით, ქართველების მისამართით ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი უწყების სახელით მედიასაშუალებების მისამართით განცხადებას ავრცელებს.

"მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოგიწოდებთ და მოგმართავთ თხოვნით, სახელმწიფო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ხელს ნუ შეუწყობთ დღეს ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული, მუქარის შემცვლელი ვიდეომასალის ტირაჟირებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები აღნიშნულ საკითხზე მუშაობენ, ამ და სხვა მსგავსი შინაარსის ვიდეომასალებთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია", - ნათქვამია ნინო გიორგობიანის განცხადებაში, რომელიც მან "ფეისბუქის" საშუალებით გაავრცელა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."