როგორი გამოხმაურება მოყვა თურქეთში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას: FB პოსტები

როგორი გამოხმაურება მოყვა თურქეთში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას: FB პოსტები

გუშინ, 24 ნოემბერს თურქულმა გამანადგურებლებმა რუსული "სუ-24"-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ინციდენტზე საუბრის დროს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთმა მიიღო ზომები იმ თვითმფრინავთან დაკავშირებით, რომელმაც მისი საჰაერო სივრცე დაარღვია.

მომხდარმა დიდი ვნებალაღელვა გამოიწვია საქართველოშიც, გთავაზობთ რამდენიმე გამოხმაურებას თემასთან დაკავშირებით:

რომან გოცირიძე

"რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებისთანავე უცხოურ (მათ შორის რუსულ) თუ ადგილობრივ მედიაში გაჩნდა მოსაზრებები თურქეთ-რუსეთის შესაძლო ომის შესახებ. ძალიან არასერიოზული და უპასუხისმგებლო ვარაუდებია. როგორ უნდა ეომოს რუსეთმა თურქეთს, რომელთანაც საერთო საზღვარი არა გააჩნია? ბათუმიდან შეუტევს, სომხეთიდან თუ რაკეტებით დაბომბავს?

ფაქტია, რომ რუსეთის თვითმფრინავის მიერ თურქეთის საზღვრის წუთიერ გადაკვეთას შეუძლებელია, რომ რაიმე საფრთხე შეექმნა ამ ქვეყნისათვის. სხვა საკითხია, რომ თურქეთმა ბოლო მოუღო რუსეთის თავხედობას და "მოსვა ადგილზე". რამდენად მიზანშეწონილი იყო ამის გაკეთება სირიაში ტერორისტების წინააღმდეგ საბრძოლველად დიდი კოალიციის ჩამოყალიბების წინ, სხვა საკითხია.

მფრინავების ტექნიკური შეცდომა იყო ეს ინციდენტი თუ რუსეთის მიზანმიმართული პროვოკაცია, მისი შედეგი რუსეთისთვის სავალალოა-სწრაფად გაანიავა ბოლო პერიოდში დაგროვებული დივიდენდები, კიდევ ერთი მტერი გაიჩინა ნატოს წევრი სახელმწიფოს სახით და დაასამარა ის ენერგეტიკული პროექტები, რომლის განხორციელებაც დიდი ალბათობით მიღწევადი იყო".

ირინა სარიშვილი

"თურქეთის მოქმედებებით აღშფოთებულებს და შეშინებულებს, ერთი რამე მინდა ვუთხრა:

არავის უხარია ომი! ომი ცუდია!

მაგრამ ომზე ბევრად უფრო საშიშია ხელოვნური მშვიდობა!

რუსეთის ბომბდამშენი თვითმფრინავი რამოდენიმეჯერ გააფრთხილეს, არ დაერღვია საზღვარი და რუსეთმა ეს არაფრად ჩააგდო! '

აქამდე გასდიოდა და ეხლა არ გაუვიდა!

მშვიდობის მტრედებო: თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ამაზე თურქეთს რეაგირება არ უნდა მოეხდინა?!

ან ეგებ რეაგირების სხვა ფორმა იცით რამე – ჰაერში, როცა უცხო ქვეყნის ბომბდამშენი თვითმფრინავი შენს საზღვარს არღვევს?!

ეს ერთი! და მეორეც – არა ნაკლებ მნიშვნელოვანი – თურქეთის მოქმედებით საბოლოოდ დადასტურდა ის, რომ მანამდეც და ბოლო პერიოდშიც მსოფლიოში განვითარებული მოვლენები, მათ შორის, საფრანგეთში ორგანიზებული ტერაქტი პოლიტიკური და არა რელიგიური ომია და არანაირი კავშირი სარწმუნოებასთან არა აქვს – ეს არის ბრძოლა სიბნელეს და ცივილიზაციას შორის.

ომი ცუდია, მაგრამ ხელოვნური მშვიდობა სიბნელის სასარგებლოდ უარესია!

სულით მონები ამას ვერ გაიგებენ!"

ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ სხვა პარტნიორებმაც დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთმა თურქეთის საზღვარი დაარღვია.

ასევე, თქვა რომ ნატო თურქეთის გვერდით დგას.

რა მაგარია ნატოს წევრი როცა ხარ და რა მაგარია როცა თავადაც გაქვს ტრაკი, ვერ დაგაჩმოროს ვალოდიამ".

ირაკლი ტაბლიაშვილი

"ცხადია, არანაირი ომი არ იქნება - შიზოიდი პუტინიც კი ვერ გაბედავს ალიანსის "ნა პროჩნისტ" გამოცდას...

ისე კი, ჩვენში დარჩეს და, თურქეთი ძალიან ღირსეულად მოიქცა.

იმიტომ კი არა, რომ წინასწარ განჭვრიტა პუტინის ბაქი-ბუქი და არა უმეტეს, არამედ იმიტომ, რომ ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს... თურქეთმა რაც გააკეთა, კონცეპტუალური მოვლენაა... ისტორიული... რუსეთის უძლეველობის მითის დამმსხვრევი... კიდევ იმ მითისა, რომ რუსეთს ყველაფერი გასდის!

შეგახსენებთ, რომ 2008 წელს ჩვენც დავამსხვრიეთ ეს მითი - ხელი ავარტყით, გენერალი ხრულოვი კუდამოძუებული გავაბრუნეთ, ძაღლ იყოს თქვენი მკვდრისადა, ვიძახეთ და... თვითმფრინავებიც ჩამოვუყარეთ.

ჩვენ მიგვსაჯა...

მერე რა.

ფეხზე ჯერაც ვართ... და ეს პუტინიც არაა კაშჩეი - როცა იქნება, გავა გაღმა, მარილზე... ხოლო ჩვენ კი, როცა იქნება, თურქეთივით დაგვიცავს

იმ დროისათვის ალბათ 30 სახელმწიფო".

პაატა ქურდაძე

"მაინც რა ინფანტილური უნდა იყო (უფრო მძაფრი გამოთქმის ხმარება არ მინდა) გეგონოს, რომ თუ თურქეთსა და რუსეთს შორის სამხედრო კონფლიქტი დაიწყო, საქართველო ამით მოგებული დარჩება. ამას მე ლუარსაბ თათქარიძის დიპლომატიას დავარქმევდი, მაგრამ ვინ მეკითხება?"

ოლეგ პანფილოვი

"დავაწესოთ პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციები თურქეთის საწინააღმდეგოდ! - ეს ყველაზე სასაცილო რამაა, რაც კი დღეს წავიკითხე... თუმცა თუ თურქეთს გავწმენდთ რუსი "პრასტიტუტკებისგან" თურქი მამაკაცების ნაწილი ალბათ მოიწყენს".

არჩილ გამზარდია

რაღაცნაირი ბედი გვაქვს ქართველებს:

რუსეთ-უკრაინა ომობს - ჩვენ ვიჭყლიტებით;

რუსეთ-თურქეთი კამათობს - საშიშროების ქვეშ ჩვენ არანაკლებ ვართ;

მარსი და მისი თანამგზავრი უახლოვდებიან ერთმანეთს, მაინც ჩვენ გვასხივებენ...

მზეზე აფეთქება ხდება, რადიაცია ჩვენ განსაკუთრებით გვიტევს;

როდამდე უნდა ვიყოთ ტიტანების ბრძოლის ველი?

ანდრო ბარნოვი

როდესაც რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა იძაბება, ავტომატურად იზრდება რისკი, რომ რუსეთმა გააძლიეროს კონტროლი კავკასიაზე, ანუ საქართველოზე. რაც უფრო მაღალია დაძაბულობა, მით მაღალია რისკი ჩვენთვისაც, და მით უფრო ბრუტალურია ამ რისკის შესაძლო ფორმები.

თუ გახსოვთ, ჩვენ გვყავს მთავრობა. კითხეთ რას აკეთებს.

"ზურგში დანა ჩაგვარტყეს" - ვლადიმერ პუტინი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას გამოეხმაურა

"ხუთი წუთის განმავლობაში მან ათი გაფრთხილება მიიღო" - რეჯებ ტაიპ ერდოღანმა თურქეთში თვითმფრინავის ჩამოგდებაზე ისაუბრა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."