უკრაინული "ვიკილიქს ცენტრი" მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის შესახებ მორიგ მასალას ავრცელებს

უკრაინული "ვიკილიქს ცენტრი" მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის შესახებ მორიგ მასალას ავრცელებს

განახლებული| უკრაინული "ვიკილიქს ცენტრი" მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის შესახებ მორიგ მასალას ავრცელებს

უკრაინული "ვიკილიქს ცენტრი" აქვეყნებს მასალას, რომელიც, "ვიკილიქს ცენტრისვე" ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის საუბრის სტენოგრაფიული ჩანაწერია.

გამოქვეყნებულ ტექსტში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი რამდენიმე თემაზე საუბრობენ, მათ შორის რუსეთ-თურქეთს შორის ბოლო დღეების მოვლენების გამო გამწვავებულ ურთიერთობებზე, ქართველი სამართალდამცველების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით დაკავებულ დავით ბორჩაშვილზე, სირიაში გადასულ აჭარელ მუსლიმებზე, რომლებმაც მუქარის შემცველი ვიდეომასალები გაავრცელეს. გარდა ამისა, სტენოგრამაში საუბარია პაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებულ "საქართველოს განვითარების ფონდზე". მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მას თავისიანები "მიაბა" და "მესამე ძალად უნდა ააგორონ", რასაც პროპაგანდას "რუსთავი 2" გაუწევს და უშუალოდ "გვარამია და თარგამაძე გააკეთებენ პიარპროგრამას".

ამასთან, გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც ახსენებენ. კერძოდ, საუბრის თემა გიგი უგულავას და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა დაკავებული წევრების შეწყალებაა, აღნიშნულია, რომ მარგველაშვილი "ვანოს და სხვების" შეწყალებისთვის მზად არის, თუმცა სათანადო პოლიტიკური გარემოს შექმნას ელოდება.

უკრაინული "ვიკილიქს ცენტრის" მიერ გავრცელებულ სტენოგრამას აუდიოჩანაწერი არ ახლავს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."