გოგი თოფაძე გიორგი მარგველაშვილს: "ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, ძალიან სამწუხაროა"

გოგი თოფაძე გიორგი მარგველაშვილს: "ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, ძალიან სამწუხაროა"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დასრულების შემდეგ, ქვეყნის პირველი პირი გააკრიტიკა და მისი მისამართით პარლამენტის ტრიბუნიდან დისკრიმინაციული განცხადება გააკეთა:

"ბატონო პრეზიდენტო, მინდა თქვენს მიმართ რამდენიმე კრიტიკა გამოვთქვა. თქვენ ხართ პირველი კაცი საქართველოში. თქვენი ყველა წინადადადება, სიტყვა, ბგერა ანალიზდება. მინდა მოგახსენოთ თქვენი გამონათქვამები ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე - თქვენ ქართველი ხალხი დაუნებს შეადარეთ. ძალიან სამწუხაროა, თუ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოსახელობას. მაშინ, ალბათ, არც საქართველოს პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ. ისიც უნდა გითხრათ, როდესაც პრეზიდენტი, ქვეყნის პირველი კაცი ლაპარაკობს და ამბობს, იმას ყველა უსმენს და მისი თითოეული სიტყვა კონტროლდება, ანალიზს უკეთებენ. თქვენ გამოაცხადეთ, რომ მე არ შევალ იმ საძაგელ სასახლეშიო, სადაც თქვენ დღეს ხართ. ამის განცხადების მერე, თქვენ დაგავიწყდათ, რომ ნათქვამი გქონდათ და ხალხმა დაიჯერა, რომ თქვენ იქ არ შეხვიდოდით", - განაცხადა თოფაძემ.

დეპუტატმა მარგველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ში ვიზიტის გამოც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ქვეყნის იმიჯს უცხოეთის ერთ ქვეყანაში ორი ხელმძღვანელის ერთად სიარული არ წაადგა.

თოფაძემ პრეზიდენტი უმადურობის გამოც გააკრიტიკა: "ქართველ ხალხს ერთი ძალიან კარგი თვისება ახასიათებს - მადლიერება. თქვენ ამ თანამდებობაზე მოხვდით, ალბათ, არც გქონდათ გააზრებული - პარლამენტში მარცხენა ფლანგზე რომ ზის, ამათმა გაგიყვანეს თქვენ. რა თქმა უნდა, კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იყო ამის ინიციატორი და უნდა გითხრათ, რომ ეს თქვენ ნამდვილად არ გქონდათ მოაზრებული. ამის შემდეგ, ალბათ, არ გასულა ერთი თვე, როცა თქვენ უცნაური პოზიცია დაიჭირეთ, დაიწყეთ ხელისუფლების კრიტიკა, ეს კი არ ახასიათებს ქართველ კაცს. მადლიერების გრძნობა არის ჩვენთვის ყველაზე მისაღები და საქები", - დასძინა თოფაძემ.

იხილეთ ვიდეო: თოფაძის ბრალდება პრეზიდენტს და მარგველაშვილის მიმიკა

წაიკითხეთ: "ერი, რომელიც ყველას უყვარს და ყველას ეცოდება..." - მარგველაშვილის ნაშრომი, რომელიც თოფაძემ პრეზიდენტს პარლამენტში გაუხსენა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."