კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
18:05 / 03-02-2016
"ერი, რომელიც ყველას უყვარს და ყველას ეცოდება..." - მარგველაშვილის ნაშრომი, რომელიც თოფაძემ პრეზიდენტს პარლამენტში გაუხსენა
"თქვენი ყველა წინადადადება, სიტყვა, ბგერა ანალიზდება. მინდა მოგახსენოთ თქვენი გამონათქვამები ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე - თქვენ ქართველი ხალხი დაუნებს შეადარეთ. ძალიან სამწუხაროა, თუ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოსახლეობას. მაშინ, ალბათ, არც საქართველოს პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ", - ამ სიტყვებით მიმართა გოგი თოფაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტს.

დეპუტატმა ქვეყნის პირველ პირს სავარაუდოდ ის ფილოსოფიური ნაშრომი გაუხსენა, რომელიც მარგველაშვილმა 2001 წელს გამოსცა. პრეზიდენტი მაშინ საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორის თანამდებობას იკავებდა. ფილოსოფიურ წერილში სახელწოდებით "ნიჩურტა" მარგველაშვილი ქართველი ერის დახასიათებას ცდილობს. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს "ნიჩურტადან":

"ერი, რომელიც ყველას უყვარს და ყველას ეცოდება... მაგრამ, რომელსაც ვერ შველიან საკუთარი სისულელის, სიჯიუტისა და სიჩლუნგის გამო. დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია: გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით ანუ ფაქტობრივი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ მდგომარეობამდე. ზრდასრული ადამიანის ტანი და სუსტი, ადრეული ასაკისთვის შესაფერისი აზროვნება - აი, საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა. . ."

"რა არის ქართული სახელმწიფო, თუ არა სახელმწიფობანას თამაში, რომელიც ბავშვების თამაშის ძირითად წესს ეფუძნება:
You must have Flash Player installed in order to see this player.
"არაუშავს", "მაპატიე, რა", "არ მინდოდა" და ა. შ. თუმცა ამ სახელმწიფოში ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც არ უნდა ხდებოდეს: ერთნი მდიდრდებიან, მეორენი ღატაკდებიან… ეს დისბალანსია, რომლის გამოსწორებას უნდა ცდილობდეს ერი… მაგრამ ამას არ იქმს, დისბალანსი არ იცვლება, რადგან ერთი "ჟილკობით" იგებს, მეორე კი არ ცდილობს, ეს "ჟილკობა" დაგმოს, არამედ ცდილობს, თვითონაც იხეიროს სხვათა ხარჯზე…";

"მოკლედ, საქართველოს სახელმწიფო "პამპულობის" თამაშს ჰგავს: თუ წაგართმევენ ბურთს, შენ ხარ პამპულა, თუ შენ წაართვი – სხვა. მაგრამ ბურთი არსად მიდის, იგი მოთამაშიდან მოთამაშესთან გადადის. დღეს შენ გაპამპულებს, ხვალ შენ გაქვს ბურთი. ხოლო თუ თამაშისას ერთმა მეორეს ფეხი წამოსდო, ეტყვის: მაპატიე რა, არ მინდოდა. და სხვებიც ეტყვიან: "არა უშავს, თამაშია, რა…"

ასევე წაიკითხეთ: 15 უმთავრესი მესიჯი პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლიდან

ვიდეო: გოგი თოფაძის პირველი კომენტარი პრეზიდენტის კრიტიკის შემდეგ

12:47 / 06-02-2016
მართალია პრეზიდენტი, ერი რომელიც ემორჩილება დღევანდელ პარლამენტარებს უკეთეს შეფასებას ვერ იმსახურებს
ხათუნა
15:12 / 05-02-2016
რატომ გაგიჟდით ხალხო? და რა თქვა პრეზიდენტმა ასეთი მიუღებელი? თქვა აბსოლუტური სიმართლე. გოგი თოფაძე და მისნაირები რომ სხედან პარლამენტში ეგ არის ჩვენი ქართველების სიბეცეეეეეეე.
maiko
მსგავსი სიახლეები
+VIDEO| უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს 28 წლის ასაკში დაუსვეს ლეიკემიის დიაგნოზი
150 პარლამენტარიდან ქალებს მხოლოდ 17 სადეპუტატო მანდატი ერგოთ...
"ქართულმა საზოგადოებამ "ნაციონალურ მოძრაობას" სწორედ ამ ძალადობის გამო უარი უთხრა"
"მიმიფურთხებია, გოგი თოფაძე, შენი კოლაბორაციონისტი და გამყიდველი სულისთვის"
"დაზარალებულია ამომრჩეველი და საქართველოს სახელმწიფო ინტერესები"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:43 / 24-06-2016  Image სანაპიროზე ავარიისას დაღუპული 27 წლის ახალგაზრდა ცნობილი ექიმის ვაჟი იყო
ეს მისი პირველი ავარია არ იყო
10:44 / 25-06-2016  Image სიღნაღის საოჯახო სასტუმროში ჩეხი ტურისტი გააუპატიურეს - ეჭვმიტანილი დაკავებულია
+VIDEO პოლიციელებმა ის ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაიყვანეს
11:05 / 25-06-2016  Image არქი ჯგუფი ახალი სამშენებლო პროექტის მშენებლობას იწყებს
ახალი პროექტი სრულად დაფინანსებულია უცხოური ინვესტიციით
11:28 / 25-06-2016  Image გოგოლა კალანდაძის მთებში ჩაფლული აგარაკი არმაზის ხეობაში (+ფოტოები)
ზაფხულის დიდ ნაწილს, ოჯახთან ერთად იქ ატარებს
11:31 / 25-06-2016  Image როგორ მოვიქცეთ, რომ ნაბახუსევმა არ შეგვაწუხოს
ექსპერტთა რჩევები
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49