"არავისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ მიფიქრია" - გოგი თოფაძე ბოდიშს იხდის

"არავისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ მიფიქრია" - გოგი თოფაძე ბოდიშს იხდის

საქართველოს პარლამენტის წევრმა გოგი თოფაძემ გუშინ პარლამენტში თავის გამოსვლასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გოგი თოფაძე თავისი განცხადებით არავისთვის შეურაცხყოფის მიყენებას არ ფიქრობდა და თუ საზოგადოების ნაწილის მხრიდან დეპუტატის სიტყვები ამგვარად იყო აღქმული, ამისთვის მათ წინაშე ბოდიშს იხდის.

ამას გარდა, თოფაძემ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს, რომ მანაც მოიხადოს საზოგადოების წინაშე ბოდიში იმ სიტყვებისთვის, რომლითაც მან ქართველი ერი შეურაცხყო.

იხილეთ ვიდეო

"გუშინდელ ჩემს გამოსვლას არაერთგვაროვანი შეფასება მოყვა საზოგადოებაში და ჩემი სიტყვები არასწორედ იყო აღქმული. მე მხოლოდ მოვახდინე გიორგი მარგველაშვილის სიტყვების ციტირება, რომელიც ჟურნალ "დრო მშვიდობა"-ში სათაურით "ნიჩურტა! - მე ქართველი ვარ" იქნა გამოქვეყნებული და მივუთითე, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთება ქართველ კაცს არ ეკადრება და იმ შემთხვევაში თუ ბატონი პრეზიდენტი ქართულ საზოგადოებას ამგვარ შეფასებას აძლევს, მაშინ მას ამ ქვეყნის პრეზიდენტობაც არ უნდა ეკადრებინა. ჩემთვის, როგორც საზოგადოების ნაწილისთვის მარგველაშვილის ამგვარი სიტყვები შეურაცხმყოფელია.

არავისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ მიფიქრია და თუ ჩვენი საზოგადოების ნაწილის მხრიდან ჩემი სიტყვები ამგვარად იყო აღქმული, რა თქმა უნდა, ამისთვის მათ წინაშე ბოდიშს ვიხდი.

აქვე მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მანაც მოიხადოს საზოგადოების წინაშე ბოდიში იმ სიტყვებისთვის, რომლითაც მან ქართველი ერი შეურაცხყო.

ჩემთვის საზოგადოება არის ერთიანი და მის დიფერენციაციას არ ვახდენ," - ნათქვამია განცხადების ტექსტში.

იხილეთ ასევე: "დაუნი იყო მეცნიერი, რომელმაც დაასკვნა, რომ ქრომოსომების რაოდენობა იწვევს ამ სინდრომს" - აქცია თოფაძის წინააღმდეგ

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."