"დაუნი იყო მეცნიერი, რომელმაც დაასკვნა, რომ ქრომოსომების რაოდენობა იწვევს ამ სინდრომს" - აქცია თოფაძის წინააღმდეგ

"დაუნი იყო მეცნიერი, რომელმაც დაასკვნა, რომ ქრომოსომების რაოდენობა იწვევს ამ სინდრომს" - აქცია თოფაძის წინააღმდეგ

მოქალაქეთა ნაწილმა მმართველი გუნდის წევრის, გოგი თოფაძის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების საპროტესტოდ პარლამენტის შენობასთან აქცია გამართა.

აქციის მონაწილეთა თქმით, თოფაძის განცხადება დაუნის სინდრომის მქონე პირების შეურაცხმყოფელი იყო, რის გამოც მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.

"განცხადება, რომელიც გოგი თოფაძემ გააკეთა, ყველასთვის შეურაცხმყოფელია. დაუნი იყო მეცნიერი, რომელმაც დაასკვნა, რომ ქრომოსომების რაოდენობა იწვევს დაუნის სინდრომს. ეს სიტყვა არ შეიძლება სალანძღავად მოვიხსენიოთ. როდესაც დეპუტატი ამას აცხადებს, მან ბოდიში უნდა მოიხადოს", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნინო ორდენიძემ.

საპროტესტო აქციას შეუერთდა ჟურნალ "დრო მშვიდობისას" ყოფილი რედაქტორი ირაკლი კაკაბაძე, რომელმაც ის ჟურნალი მოიტანა, საიდანაც გოგი თოფაძის თქმით, გიორგი მარგველაშვილის შეფასებების ციტირება მოახდინა.

კაკაბაძის თქმით, მარგველაშვილის სტატიაში საუბარია გაზარმაცებულ ელიტაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე "კაცია ადამიანში" ებრძვის და არა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებზე.

"ტრაგიკული ფაქტია, რომ ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადება გაკეთდა. მე ვფიქრობ, რომ მან ბოდიში უნდა მოიხადოს", - განაცხადა ირაკლი კაკაბაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ გუშინ პრეზიდენტი გააკრიტიკა. შესაბამისი განცხადებები თოფაძემ ქვეყნის პირველი პირის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა და განმარტა, რომ პრეზიდენტის მისამართით რამდენიმე კრიტიკა აქვს. ამ კონტექსტში თოფაძემ მარგველაშვილს ქართველ ხალხზე მისი გამონათქვამები შეახსენა და აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ხალხი დაუნებს შეადარა.

პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდნენ დაუნის სინდრომის მქონე მოქალაქეებიც.

იხილეთ ასევე: "არავისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ მიფიქრია" - გოგი თოფაძე ბოდიშს იხდის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია