ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:19 / 28-03-2016
"მიშა რა შუაშია?!.. - გვანცა დარასელიას ქმარი უგულავა-კოდუასთან მეგობრობასა და ჩხუბზე, რომლის გამოც "მიშამ აითვალწუნა"
ვახტანგ მჭედლიძე "თავისუფალი დემოკრატების" ახალი წევრია. მჭედლიძე ლაგოდეხში პარტიის პოლიტიკური ლიდერი იქნება. ვახტანგ მჭედლიძე ტელეწამყვან გვანცა დარასელიას მეუღლეა. წყვილი 2010 წელს დაქორწინდა და ერთი ბიჭუნა ჰყავს. აღსანიშნავია, რომ დარასელიას მეუღლეს "დემოკრატებამდე" მრავალფეროვანი პოლიტიკური წარსული ჰქონდა. ვახტანგ მჭედლიძე გიგი უგულავას მრჩეველი იყო და პატიმრობაში მყოფი ყოფილი მერის ახლო მეგობარია. ამასთან, "ნაციონალური მოძრაობის" დროს თბილისის საკრებულოს წევრიც გახლდათ.

გაზეთ "ვერსიასთვის" მიცემულ ინტერვიუში მჭედლიძემ უგულავასთან და კოდუასთან მეგობრობაზე, ასევე იმ ჭორზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც საკრებულოდან მისი წამოსვლა "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებთან ჩხუბს უკავშირდებოდა.

- მაშინდელ მედიაში დაიწერა, დასახმარებლად თითქოს ერეკლე კოდუას დაურეკეთ, რომელმაც "დამხმარე ძალა" გამოგიგზავნათ...
- ტყუილია!
- მაშინ მითხარით სიმართლე, რა მოხდა?
- ისეთი არაფერი - ქართველები ვართ და ჩხუბი ყველგან ხდება. ახალგაზრდებს შორის ჩხუბი ატყდა და დამთავრდა, თემაში არც კოდუა იყო და არც სხვა ვინმე.
- შეიძლება, მაგრამ ერეკლე კოდუასთან ხომ მეგობრობთ?
- დიახ, კოდუას მეგობარი მანამდეც ვიყავი და ახლაც ვარ! პოლიტიკასა და მეგობრობას ერთმანეთში არ ვურევ! თბილისი და საერთოდ, საქართველო ძალიან პატარაა. ბევრი პოლიტიკოსი და არაპოლიტიკოსი მეგობარი მყავს. კოდუას გაცილებით ადრე ვიცნობდი, ვიდრე ჟურნალისტებს გგონიათ, მაშინ არ პოლიტიკაში ვიყავი, არც საქართველოში და არც კოდუა იყო იმ თანამდებობაზე.
- რაღაცეებს რომ ამბობდნენ, კოდუასთვის არ გიკითხავთ, მართალი იყო თუ არა?
- ჩემთვის პირველი მეგობრობაა და მით უმეტეს, მაშინ, როცა აქ არ ვცხოვრობდი, მისი პოლიტიკური წარსული და მომავალი საერთოდ არ მაინტერესებდა! სამეგობროდ ისე არ ამირჩევია, როგორც პოლიტიკოსი ან თანამდებობის პირი! ამიტომ არაფერი მიკითხავს, რადგან თავისი საქმე ჰქონდა და ამ საქმეს აკეთებდა! სხვათა შორის, "ოცნებაშიც" ბევრი მეგობარი მყავს! თბილისელი ბიჭი ვარ და დიდი სამეგობრო მყავს.
- ნათქვამია, რაც მეტი მეგობარი გყავს, მით უფრო მდიდარი ხარო, მაგრამ ვახტანგ, ისევ რესტორნის ინციდენტს დავუბრუნდეთ...
- ჩვეულებრივი ჩხუბი მოხდა...

ასევე წაიკითხეთ: კოდუას და უგულავას ახლო მეგობარი, გვანცა დარასელიას მეუღლე - ვინ არის ალასანიას პარტიის ახალი წევრი

- ისიც ითქვა, ამ ჩხუბის მერე მიშამ მჭედლიძეს შეუთვალა, თვალით აღარ დამენახოო და საკრებულოც, თურმე, ამიტომ დატოვეთ... მიშამ მართლა ამის გამო აგითვალწუნათ?
- მიშა რა შუაშია?... დღესაც ბევრი ჭორია, მაგრამ ჭორი სიმართლე ხომ არაა?! ვიჩხუბეთ, შევრიგდით და მორჩა მორჩა ჩხუბი და მორჩა "ნაციონალურ მოძრაობასთან" ჩემი თანამშრომლობაც... იქ არც კოდუა იყო და არც - კოდუას ხალხი. სხვათა შორის, რესტორანში საკრებულოს მაშინდელი დეპუტატებიც იყვნენ და შეგიძლიათ ჰკითხოთ. მას, ვისთანაც ჩხუბი მოხდა, საკრებულოსთან შეხება არ ჰქონდა, რესტორანში ისე იყო შემოსული...
- ვის არ უჩხუბია, მაგრამ ამის გამო პოლიტიკიდან არ წასულა. ვახტანგ, ეს ჩხუბი იმის საბაბ-მიზეზი რატომ გახდა, საკრებულო დაგეტოვებინათ?
- აშკარა იყო, რომ ერთად მუშაობა არ გამოგვივიდოდა, საქმიანი და პირადი ურთიერთობების აწყობა ამ პოლიტიკურ გუნდთან, ჩხუბის მერე, წარმოუდგენელი იყო, თან ცოლი ახალი მოყვანილი მყავდა და გადავწყვიტე, რომ ასე უკეთესი იქნებოდა. იმ ეტაპზე უფრო სხვა თემები მქონდა გასაკეთებელი...
- ამის
You must have Flash Player installed in order to see this player.
შემდეგ მაშინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობა გაგირთულდათ?

- რა თქმა უნდა. როცა გუნდიდან შენი ინიციატივით მიდიხარ, თან წასვლამდე ვიღაცებს სცემ, ცხადია, ურთიერთობა ფუჭდება, თუმცა დაძაბულობა არავისთან მქონია...
- სხვათა შორის, თავის დროზე ითქვა, რომ ვენაში გიგი უგულავას მეუღლის მშობიარობას თქვენც დაესწარით...
- გიგის ცოლის მშობიარობა ჩემ ქორწილს დაემთხვა და თბილისში ვიყავი. ჩემს ქორწილში გიგიც არ ყოფილა... შემდეგ გადავწყვიტეთ პრაღაში წავსულიყავით. პრაღიდან ჩავედი ვენაში და თავისთავად ვნახე.
- გიგი უგულავა უფრო ახლო მეგობარია თუ ერეკლე კოდუა?
- როგორ შეიძლება მეგობრებზე ასეთი კითხვა დასვათ? ორივე ჩემი მეგობარია, მაგრამ ვიმეორებ, პოლიტიკასა და მეგობრობას ერთმანეთს არ ვუკავშირებ!

ვანო პავლიაშვილი
გაზეთი "ქრონიკა"

10:30 / 22-04-2016
პატივცემულო დავით,
არ უთქვამს ამ კაცს,მმართველობაშია პრიორიტეტი მეგობრობაო - პირიქით თქვა,ვმიჯნავ ამ ამბებს ერთმანეთისგანო. გულში რას მღეროდა,არ ვიცი,მაგრამ რაც არ უთქვამს,ნუ დავაბრალებთ.
გუკა
21:20 / 21-04-2016
რომ ამბობენ, თანამდებობასა და ძალაუფლებას გემოს ვინც გაუგებს, უკურნებელია და ადამიანს აფუჭებსო(საქართველოში- მითუმეტეს), მართალი ამბავია, თორემ ამოდენა სამეგობრო ჰყოლია და აკეთოს რამე ბიზნესი, თავისთვისაც და ქვეყნისთვისაც სასარგებლო საქმე, ოქროსავით ცოლ-შვილის პატრონია, რას მიეკვეხება ამ პოლიტიკაში...
მზია
მსგავსი სიახლეები
ტელეწამყვან გვანცა დარასელიას მშვენიერი ბინა ჰქონდა ბათუმში, რომელიც ცოტა ხნის წინ
გიგი უგულავას ოჯახური ცხოვრებას ყოველთვის დიდი ინტერესით ადევნებდა ყვითელი პრესა თვალს.
პატიმრების ერთ საკანში მოთავსების მოთხოვნით ადვოკატებმა მიმართეს
+VIDEO "ტოიოტა ცენტრი თბილისის" დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი "ბიზნესპერსონას" შეკითხვებს პასუხობს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:58 / 25-08-2016  Image ჯარისკაცის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ ქალს გორის სასამართლომ 10 წელი მიუსაჯა
მან ბედიანაშვილს სასმელში საძილე აბები ჩაუყარა, დააძინა, სახლში ბენზინი მოასხა და ცეცხლი წაუკიდა
17:15 / 25-08-2016  Image როგორ გამოიყურება "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის განახლებული ოცეული
სიის მეორე ნომერი სანდრა რულოვსია
16:32 / 25-08-2016  Image თბილისში ახალი სავაჭრო ცენტრი "თბილისის ზღვის პლაზა" გაიხსნება
უდიდესი სავაჭრო პლაზა 2016 წლის დეკემბრისთვის გაიხსნება
17:01 / 25-08-2016  Image "ყოველთვის ვიგინებოდი და გავაგრძელებ გინებას, მაგრამ მე "პარტიზანი მებაღე" ვარ, ის - მერი" - ნატა ფერაძე
ფერაძემ სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება
09:33 / 25-08-2016  Image დრამატული კადრები იტალიიდან: 10 წლის გოგონა, რომელმაც ნანგრევებში 17 საათი გაატარა, მაშველებმა გადაარჩინეს
სულ მცირე 240 ადამიანია დაღუპული იტალიაში
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49