ჟურნალისტური გამოძიება მდიდრების ფარულ ანგარიშებზე - რა წერია სკანდალურ დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილზე

ჟურნალისტური გამოძიება მდიდრების ფარულ ანგარიშებზე - რა წერია სკანდალურ დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილზე

მსოფლიოს უმსხვილესი მედია გამოცემებისთვის ხელმისაწვდომი გახდა 11,5 მილიონი დოკუმენტი, რომელიც პანამურ იურიდიულ კომპანია Mossack Fonseca-ს ეკუთვნის.

ჟურნალისტური გამოძიება Panama Papers-მა სწორედ პანამური იურიდიული კომპანიის დოკუმენტებზე დაყრდნობით ჩაატარა. დოკუმენტების თანახმად, ირკვევა, რომ Mossack Fonseca რიგ შემთხვევებში თავის კლიენტებს ხელს უწყობდა ფულის გათეთრებაში, გადასახადებისთვის თავის არიდებასა და სხვადასხვა სანქციებისთვის გვერდის ავლაში. დოკუმენტებში ასახულია კომპანია Mossack Fonseca-ს საქმიანობა დაარსებიდან - 1977 წლიდან დღემდე.

დოკუმენტები ხელში ჩაუვარდა გერმანულ გამოცემა Süddeutsche Zeitung, რომელმაც თავის მხრივ ისინი მიაწოდა გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმს (ICJI) და 78 ქვეყნის 107 მედიასაშუალებას.

დოკუმენტები შეიცავს 150 პოლიტიკოსის, მათ შორის 72 მოქმედი და ყოფილი სახელმწიფოს მეთაურის საქმეს. კერძოდ, დოკუმენტები შეიცავს მონაცემებს საიდუმლო ოფშორულ კომპანიებზე, რომლებიც უკავშირდება სახელმწიფო ლიდერების, მათი ოჯახის წევრებისა და ახლოს გარემოცვის, ასევე დიქტატორების, ცნობილი პირების, სპორტსმენებისა და ბიზნესმენების საიდუმლო ოფშორულ საქმიანობას, მათ შორის ვლადიმერ პუტინის, პეტრო პოროშენკოს, ჰოსნი მუბარაქის, ილჰამ ალიევის, ბაშარ ალ-ასადის, მოამარ კადაფის, ისლანდიის პრემიერ-მინისტრს სიგმუნდურ გუნლეიგსონის, ფიფა-ს ჩინოვნიკებისა და არგენტინელი ფეხბურთელის ლეონელ მესის.

დოკუმენტებში ერთ-ერთი თავი საქართველოს ექს-პრემიერს ბიძინა ივანიშვილს ეხება. როგორც Panama Papers-ის ჩატარებული გამოძიებიდან ირკვევა, ბიძინა ივანიშვილს 2012-2013 წლებში, ვიდრე თანამდებობას დატოვებდა და შემცვლელს დაასახელებდა, ოფიციალური ქონებრივი დეკლარაცია უნდა წარედგინა. ივანიშვილის 72-გვერდიანი დეკლარაცია ათობით უძრავ ქონებას, აქციებს, საბანკო ანგარიშებსა და ბიზნესებს მოიცავს. თუმცა, მისი იმპერიის ერთ-ერთი კომპანია Lynden Management Ltd. დეკლარაციაში მოხსენებული არ არის.

ასევე წაიკითხეთ: 2-მილიარდიანი ოფშორული სკანდალი, რომლის კვალი პუტინამდე მიდის

"ივანიშვილს ეს კომპანია განცალკევებულად ჰქონდა ისეთ დონეზე, რომ 4 წლის განმავლობაში არ აძლევდა თავის წარმომადგენლებს უფლებას, გაეგზავნათ პასპორტისა და დოკუმენტის ასლი, რომელიც დაადასტურებდა მის საცხოვრებელ მისამართს Mossack Fonseca-ში, პანამაში მდებარე საშუამავლო კომპანიაში, რომელმაც 2006 წელს დაარეგისტრირა Lynden Management Ltd. ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე. Lynden Management Ltd. საინტერესო კომპანიაა, რადგან ივანიშვილმა და მისმა უახლოესმა პარტნიორებმა ცოტა ხნის წინ 100 მილიონი დოლარი დაკარგეს ამერიკულ კომპანია Raptor Pharmaceuticals-ში, რომლის აქციებსაც ივანიშვილი Lynden Management Ltd.-სთან დაკავშირებული კომპანიის საშუალებით ფლობდა. ივანიშვილს Raptor 2012 და 2013 წლების დეკლარაციაში მითითებული აქვს", - ნათქვამია Panama Papers-ის გავრცელებულ ინფორმაციაში განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."