2-მილიარდიანი ოფშორული სკანდალი, რომლის კვალი პუტინამდე მიდის

2-მილიარდიანი ოფშორული სკანდალი, რომლის კვალი პუტინამდე მიდის

მსოფლიოს უმსხვილესი მედია გამოცემებისთვის ხელმისწავდომი გახდა 11,5 მილიონი დოკუმენტი, რომელიც პანამურ იურიდიულ კომპანია Mossack Fonseca-ს ეკუთვნის. ჟურნალისტური გამოძიება Panama Papers-მა სწორედ პანამური იურიდიული კომპანიის დოკუმენტებზე დაყრდნობით ჩაატარა. დოკუმენტების თანახმად, ირკვევა, რომ Mossack Fonseca რიგ შემთხვევებში თავის კლიენტებს ხელს უწყობდა ფულის გათეთრებაში, გადასახადებისთვის თავის არიდებასა და სხვადასხვა სანქციებისთვის გვერდის ავლაში. დოკუმენტებში ასახულია კომპანია Mossack Fonseca-ს საქმიანობა დაარსებიდან - 1977 წლიდან დღემდე.

დოკუმენტები ხელში ჩაუვარდა გერმანულ გამოცემა Süddeutsche Zeitung-ს, რომელმაც თავის მხრივ, ისინი მიაწოდა გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმს (ICJI) და 78 ქვეყნის 107 მედიასაშუალებას.

იხილეთ ვიდეო

დოკუმენტები შეიცავს 150 პოლიტიკოსის, მათ შორის 72 მოქმედი და ყოფილი სახელმწიფო მეთაურის საქმეს. კერძოდ, დოკუმენტები შეიცავს მონაცემებს საიდუმლო ოფშორულ კომპანიებზე, რომლებიც უკავშირდება სახელმწიფო ლიდერების, მათი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვის, ასევე დიქტატორების, ცნობილი პირების, სპორტსმენებისა და ბიზნესმენების საიდუმლო ოფშორულ საქმიანობას, მათ შორის ვლადიმერ პუტინის, პეტრო პოროშენკოს, ჰოსნი მუბარაქის, ილჰამ ალიევის, ბაშარ ალ-ასადის, მოამარ კადაფის, ისლანდიის პრემიერ-მინისტრ სიგმუნდურ გუნლეიგსონის, ფიფა-ს ჩინოვნიკებისა და არგენტინელი ფეხბურთელი ლეონელ მესის.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, დოკუმენტები ეხება რუსეთის 12 მაღალჩინოსანს, მათ შორის ეკონომიკის მინისტრ ალექსეი ულუკაევსა და პუტინის პრესმდივანს დიმიტრი პესკოვს. გავრცელებული დოკუმენტების თანახმად, რუსული ბანკი ფულის გათეთრების მასშტაბურ პროცესს მართავდა. ფარული 2 მილიარდი დოლარის მეშვეობით პუტინის ახლობლები გამდიდრდნენ. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, რამდენიმე რუსი ჩინოვნიკი, დეპუტატი, გუბერნატორი, ძალოვანი და მათი ახლო გარემოცვა პანამასა და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე ოფშორული კომპანიების მფლობელები არიან.

დოკუმენტების თანახმად, რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის ალექსეი ულუკაევის შვილი დიმიტრი კომპანია Ronnieville-ის მფლობელია, რომელიც 2004 წელს დაფუძნდა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე. აღსანიშნავია, რომ კომპანიის დაარსების მომენტში დიმიტრი ულუკაევი 21 წლის იყო. მოგვიანებით, კომპანიის დირექტორი ულუკაევის მეუღლე იულია ხრიაპინა გახდა.

გარდა ამისა, პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი კომპანია ჩარინა Global Assets-ის მფლობელია, რომელიც მის მეუღლეზე ტატიანა ნავკაზეა დარეგისტრირებული. ფირმა ოფშორში პესკოვის ნავკაზე ქორწინებამდე დარეგისტრირდა.

გავრცელებული დოკუმენტების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტის საქმის მმართველი ივან მალიუშინი, რომელიც ამ თანამდებობას 2003-2015 წლებში იკავებდა, 2013 წელს პანამური Anttrin Services-ის ერთადერთი ბენეფიციარი იყო. კომპანიის მთავარი საქმიანობა მშენებლობის სფერო და უძრავი ქონება იყო.

ოფშორების მფლობელია მოსკოვის ვიცე-მერი მაქსიმ ლიკსუტოვი, რომელიც სხვადასხვა პერიოდში სამი ოფშორული კომპანიის ბენეფიციარი იყო. 2004-2006 წლებში ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულ კომპანია Grant Pacific Corporation-ზე გენერალურ მინდობილობას ფლობდა ჩეჩნეთის სენატორი სულეიმან გერემეევი.

ასევე წაიკითხეთ:

ჟურნალისტური გამოძიება მდიდრების ფარულ ანგარიშებზე - რა წერია სკანდალურ დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილზე

ქალები, რომელთათვისაც პუტინი ბინებს ყიდულობს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."