"პირადად მაქვს გამოვლილი, როცა ქვებს გვესროდნენ" - რას პასუხობს კალაძე კორცხელის ინციდენტზე მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს

"პირადად მაქვს გამოვლილი, როცა ქვებს გვესროდნენ" - რას პასუხობს კალაძე კორცხელის ინციდენტზე მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კორცხელში სპორტსმენების მობილიზებასთან დაკავშირებით მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს "სასაცილოს" უწოდებს.

ასე პასუხობს კალაძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კორცხელში სპორტსმენების მობილიზება კახა კალაძემ მოახდინა. "სასაცილოა, არ ვიცი რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო ამ ბრალდებას, პირადად მე და პარტია "ქართული ოცნება" ვგმობთ რაც გუშინ მოხდა. კატეგორიულად მიუღებელია ეს პირადად ჩემთვის, რადგან პირადად მაქვს გამოვლილი ასეთი სიტუაციები, როცა ქვებს გვესროდნენ და არ დავუშვებ იგივე განმეორდეს ჩვენი ოპონენტების მიმართ. ძალიან მძიმე საყურებელი კადრები იყო რაც ვნახეთ. დაწყებულია მოკვლევა და არ აქვს მნიშვნელობა "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იქნება, თუ "ნაციონალური მოძრაობის", ყველამ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე", - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

მისივე თქმით, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს "მუშტით ანგარიშსწრორება".

"ეს უნდა ჩავაბაროთ წარსულს და პოლიტიკა უნდა გადავიყვანოთ თანამედროვე საფეხურზე. არის ნაბიჯები გადადგმული ამ მიმართულებით, თუმცა არის მიმართულებები, სადაც მოვიკოჭლებთ, ხელისუფლებას და ოპოზიციას გვმართებს ერთობლივი მუშაობა. მოკვლევა დაწყებულია, იდენტიფიცირება დაწყებულია და შესაბამისად, დარწმუნებული ვარ ყველა ის ადამიანი იქნება დაკავებული და კანონის წინაშე აგებს პასუხს, ვინც მონაწილეობდა", - აღნიშნა კალაძემ.

კითხვაზე, ვინ იყვნენ სპორტსმენები, კალაძემ აღნიშნა, რომ ისინი არიან მხარდამჭერები."როგორც "ნაციონალურ მოძრაობას და მის ლიდერებს - გიგა ბოკერიას, ნიკა მელიას და სხვებს ახლდნენ თავიანთი მხარდამჭერები, ისე "ქართულ ოცნებას" ყავდა თავისი მხარდამჭერები. ეს საარჩევნო პროცესში ნორმალურია. ხდება მხარდამჭერების მობილიზება, გამხნევება, ეს სიახლე არ არის, თუმცა ფაქტი, რომელიც მოხდა, პირადად ჩემთვის მიუღებელია. ეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უშლის ხელს და ყველამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ასეთი ფაქტები არ უნდა განმეორდეს", - აღნიშნა კალაძემ.

კორცხელში ადგილობრივი არჩევნების დროს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არიან დაშავებულები. მიმდინარეობს გამოძიება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."