პარლამენტარები, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობიდან მილიონებს იღებენ

პარლამენტარები, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობიდან მილიონებს იღებენ

2016 წლის მარტის მდგომარეობით, ბიზნესაქტივებს პარლამენტის 29 წევრი ფლობს. ამასთან, 24 დეპუტატის ოჯახის წევრი მართავს ან ფლობს სხვადასხვა კომპანიას, - ამის შესახებ ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშში, რომელიც პარლამენტის 2015 წლის საქმიანობის შეფასებას ეხება.

ორგანიზაციის მონაცემებით, სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსავალი მხოლოდ პარლამენტის შვიდმა წევრმა მიუთითა.

ყველაზე მაღალი შემოსავლები მითითებული აქვთ: კახა ოქრიაშვილს (დაახლოებით 4,7 მილიონი ლარი), გოჩა ენუქიძეს (დაახლოებით, 4,5 მილიონი ლარი), სერგო ხაბულიანს (633 205 ლარი), გოგი თოფაძეს (611 052 ლარი), გიორგი კახიანს (44 500 ლარი), გიორგი ჟვანიას (25 000 ლარი) და ზაზა კედელაშვილს (16 586 ლარი).

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის წევრს უფლება აქვს ფლობდეს კომპანიის წილებს ან აქციებს, თუმცა მას სამეწარმეო საქმიანობა ეკრძალება. პარლამენტის წევრი ვალდებულია, სადეპუტატო უფლებამოსიების განხორციელების მომენტიდან შეწყვიტოს მისი სტატუსის შეუსაბამო საქმიანობა, მათ შორის, სამეწარმეო საქმიანობა და ამის დამადასტურებელი ცნობა შვიდი დღის ვადაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს წარუდგინოს. აღნიშნული კომიტეტის ინფორმაციით, 2012-2015 წლებში, 69 შემთხვევაში განხორციელდა პარლამენტის წევრის მიერ სამეწარმეო სუბიექტებში მათი კუთვნილი წილების მართვის უფლებით გადაცემა, ხოლო 10 შემთხვევაში, პარლამენტის წევრების მიერ დატოვებული იქნა სამეწარმეო სუბიექტის დირექტორის თანამდებობა.

3 838 საარჩევნო უბნის მონაცემები - "ქართული ოცნება" - 48.16%, "ნაციონალური მოძრაობა” -  27.12% აქვს

"წადი, წადი" - ამ შეძახილებით ივანიშვილის რეზიდენციასთან ოპოზიცია აქციას მართავს - ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია (ფოტოები)

საპროტესტო აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიემართებიან