"დაცული მოღალატე"

"დაცული მოღალატე"

ჩემი სახელი ძალიან მიყვარს. როცა ჩემს სეხნიას გავიცნობ, მიხარია და თუ სადმე "ლადო" მესმის, ეგეც მახარებს. არასოდეს მიფიქრია (ვერც წარმოვიდგენდი), თუ ამ სახელის გაგონება შემრცხვებოდა. გუშინ შემრცხვა, თან ძალიან. ადამიანს, რომელიც ოკუპანტს ეპატიჟება, ხალხს ამ ოკუპანტის ჯარების ჩაყენებას ჰპირდება და სიბერეში, რუსული პენსიით უზრუნველყოფით აიმედებს, ლადო ჰქვია.

მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ იმას, რაცას პოლიტიკურ გაერთიანება "ცენტრისტები" აკეთებს. ეს მოღალატეები (ვიცი რომ "მოღალატე" ბრალდებაა, თან ძალიან დიდი, თუმცა ეს ის შემთვევაა როდესაც სინონიმები არ არსებობს), ღიად აფიქსირებენ რომ ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობენ და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სწორედაც ოკუპანტ ქვეყანასთან "დაგვაძმობილებენ". საბედნიეროდ, მათ ძალიან ცოტა მომხრე ჰყავთ, თუმცა არც "შულავერის კომიტეტს" და არც "მეხუთე კოლონას" ჰყავდა ბევრი მომხრე 1920 წელს...

ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთი ტესტი ჩააბარა, როცა ბედუკაძის და ხაჩიშვილის პარტიის რეკლამის აკრძალვა მოითხოვა. ვერ გეტყვით მიხვდნენ, თუ წინასაარჩევნოდ ქულების ჩაწერა უნდათ, მაგრამ პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტების" გაუქმების თაობაზე, დეპუტატების 1/5 საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. იმედია გააუქმებენ და ოდესმე ის დროც მოვა, როცა მსგავსი რიტორიკის გამოთქმის სურვილი აღარავის ექნება და თუ მაინც გამოჩნდა თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე, შესაბამისი ორგანოები იქ წაიყვანენ სადაც მათნაირების ადგილია.

გუშინ, 14 აგვისტოს, აფხაზეთის ომის დაწყებიდან 24 წელი გავიდა. ამ დღეს, იმის ნაცვლად რომ ომში დაღუპული ბიჭები მოიგონო, შენ ოკუპანტი ქვეყნის იდეალიზაციას ახდენ, ძალიან ცუდი არსება ხარ. არანაკლები ცუდია ის ხალხი, ვინც ამ ნაბიჯს გიწონებს და გვერდში გიდგას!

ამ ყველაფერში ერთი საინტერესო დეტალია - ყოფილი გენპროკურორის არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილებით, ლადო ბედუკაძე, სახელმწიფო დაცვით სარგებლობს. რა გამოდის? ყველა ჩვენგანის მიერ დაფინანსებული დაცვით დადის ადამიანი, რომელიც სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს!

სამწუხაროა, რომ ბედუკაძის ამ მავნე ქმედებას ერთი სიტყვითაც არ გამოეხმაურა ის ხალხი, ვინც ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ გზად მიიჩნევდა, კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებას - ქორწინება მხოლოდ კაცის და ქალის ერთობაა. როგორც ჩანს, მათთვის ამ ჩანაწერის არარსებობა უფრო დიდი საფრთხეა ვიდრე ოკუპანტი, რომელსაც ნებას თუ მივცემთ, არც ქალს დატოვებს, არც კაცს და შესაბამისად, ჩანაწერის საჭიროებაც აღარ იქნება. აბა რაა, ოკუპანტი როგორ იქნება საშიში, ის ხომ ერთმომორწმუნეა.

იმედია, საზოგადოების მწვავე რეაქცია კარგი გაკვეთილი იყო ბედუკაძისთვის და მისი მარჩენალებისათვის, რომლებმაც არაა გამოიცხული პრორუსული წინასაარჩევნო დაპირებებით გაჟღენთილი რეკლამა მხოლოდ იმისთვის გაავრცელეს, რომ საზოგადეოაბ გაეტესტათ, გაერკვიათ ვინ ან როგორ მიიღებდა ამას, ჰოდა პასუხი მგონი ცალსახა და ნათელი იყო. იმედია, თუ კიდევ გაუჩნდებთ მსგავსის გაკეთების სურვილი უფრო მეტად ცხად პასუხს მიიღებენ, ოღონდ უკვე ძალოვანი უწყებებისაგან, რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."