ლადო ბედუკაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

ლადო ბედუკაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

პარტია "ცენტრისტების" ერთ-ერთი ლიდერის, ლადო ბედუკაძის განცხადებით, სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს. ამის შესახებ ბედუკაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. როგორც მან განმარტა, მთავარი პროკურატურის მიერ დანიშნული დაცვით გუშინდელი დღიდან აღარ სარგებლობს.

იხილეთ ვიდეო| ბედუკაძის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

ბედუკაძის შეფასებით, მოწმეთა დაცვის პროგრამის ფარგლებში დანიშნული დაცვის მოხსნა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც ბოლო პერიოდში მისი პარტიის საარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებულ მოვლენებს უკავშირდება.

ვლადიმერ ბედუკაძეს სახელმწიფო დაცვა 3 წლის წინ, მას შემდეგ დაენიშნა, რაც მასთან, მაშინდელი საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილებით, განსაკუთრებული თანამშრომლობისთვის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ციხის წამების კადრების ავტორი მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩასვეს და სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს.

"მიხსნიან სახელმწიფო დაცვას, ალბათ, საქართველოს კანონმდებლობა რომ ითვალისწინებდეს მოქალაქეობასაც ჩამომართმევდნენ... საჯაროდ ვაცხადებ, ჩემს მიმართ განხორციელებულ ნებისმიერ კრიმინალურ ფაქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ვაკისრებ საქართველოს მთავარ პროკურორს", - დაწერა ბედუკაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

წაიკითხეთ: "დაცული მოღალატე"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."