ლაშა დვალიშვილის კომენტარი რადიო "ჰერეთში" მომხდარ ინციდენტზე

ლაშა დვალიშვილის კომენტარი რადიო "ჰერეთში" მომხდარ ინციდენტზე

მოძრაობა "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლაშა დვალიშვილი რადიო "ჰერეთში" მომხდარ ინციდენტს გაუგებრობას უწოდებს.

როგორც ლაშა დვალიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ინციდენტი ფაქტობრივად არაფრის გამო მოხდა, რაც აუცილებლად უნდა გაირკვეს.

"გაუგებრობა იყო, რამაც გამოიწვია ეს ინციდენტი, ფაქტობრივად, არაფრის გამო მოხდა და აუცილებელია, რომ გავერკვეთ ყველაფერში", - განაცხადა ლაშა დვალიშვილმა.

როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, მან პირველად ნახა ის ადამიანები, რომლებიც რადიო "ჰერეთში" გადაცემის მიმდინარეობისას შევიდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

"რადიოში მომხდართან დაკავშირებით იყო გამოკითხვა, მე არავისთან პრეტენზიები არ მაქვს, პირველად ვნახე ის ადამიანები", - განაცხადა დვალიშვილმა.

რადიო "ჰერეთის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თოქ-შოუს მიმდინარეობისას, დაუდგენელმა პირებმა სტუდიაში შესვლა შეძლეს და ლაშა დვალიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

იხილეთ: ცემა-ტყეპა პირდაპირ ეთერში - ლაშა დვალიშვილს რადიო "ჰერეთში" მოუვარდნენ

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."