კახა კალაძე: "ოქრუაშვილს ეტყობა, რომ ფსიქოლოგიური აშლილობა სჭირს"

კახა კალაძე: "ოქრუაშვილს ეტყობა, რომ ფსიქოლოგიური აშლილობა სჭირს"

"ირაკლი ოქრუაშვილს აშკარად ეტყობა, რომ ფსიქოლოგიური აშლილობა სჭირს და მის განცხადებებზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ" - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე ოქრუაშვილის განცხადებას. გორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების გააქტიურებაში კალაძის ცოლის ძმა დაადანაშაულა. რაც შეეხება თავად ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ ცეცხლის გახსნას და მისი თანმხლები ორი პირის დაჭრას, კალაძე მიიჩნევს, რომ დროული გამოძიება უნდა ჩატარდეს.

"რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, ძალიან ცუდია ის რაც მოხდა. შესაბამისმა სამსახურებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ დროულად გამოიძიონ საქმე და დააკავონ კონკრეტული პიროვნება. თვითონ ოქრუაშვილის განცხადებას, ამ ადამიანს აშკარად ეტყობა, რომ ფსიქოლოგიური აშლილობა სჭირს და ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა კახა კალაძემ.

2 ოქტომბერს, გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თავდაცვის ექს მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილია ოქრუაშვილის თანმხლები ორი ადამიანი. ირაკლი ოქრუაშვილმა თავდასხმის მონაწილეებად ედუარდ ნუცუბიძე და ალექსანდრე ინდუაშვილი დაასახელა. ამასთან, ოქრუაშვილი გორში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების გააქტიურებაში კახა კალაძის ცოლის ძმას ადანაშაულებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."