"ნაციონალების" აქციაზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა - რა ხდება ცესკოსთან

"ნაციონალების" აქციაზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა - რა ხდება ცესკოსთან

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" გამაფრთხილებელი აქცია მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. როგორც ცნობილია, დაკავებულია ლევან მამულაშვილი, რომელიც აქციაზე გიორგი გაბედავასთან ერთად მივიდა.

ცესკოსთან გაბედავას მისვლას ხმაური მოჰყვა. იგი ენმ-ის ლიდერებისგან ითხოვდა პასუხს, რატომ დააკავეს ის უკანონოდ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს.

ამის შემდეგ გაბედავას შელაპარაკება აქციის მონაწილეებთან მოუვიდა, რა დროსაც მას ცესკოსთან მყოფმა ერთ-ერთმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მას აქციის მონაწილეები, რუსეთის აგენტს უწოდებდნენ. გაბედავას საფეთქელთან აქვს დაზიანება მიყენებული.

წაიკითხეთ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებები, რომელიც აქციაზე გაკეთდა

იხილეთ ვიდეო: დაპირისპირება ცესკოსთან - რა მოჰყვა გიორგი გაბედავას მისვლას "ნაციონალების" აქციაზე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."