რა ტექნიკური პროცედურები დარჩა უვიზო მიმოსვლის საბოლოოდ ამოქმედებამდე

რა ტექნიკური პროცედურები დარჩა უვიზო მიმოსვლის საბოლოოდ ამოქმედებამდე

ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე დღეს მიღებული დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ, საბოლოო შედეგამდე რამდენიმე ტექნიკური პროცედურის განხორციელება რჩება.

შემდგომი პროცედურის თანახმად, განახლებულ რეგულაციას დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო. ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ ცვლილებების ფორმალური ხელმოწერის შემდეგ კი, რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში. საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად ამოქმედდება, რასაც ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ 20 დღე სჭირდება.

რაც შეეხება ვადებს, როგორც ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა მარია გაბრიელმა დღეს ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ოფიციალურ ხელმოწერას 1-ელ ან 2 მარტს ელოდება, გადაწყვეტილების ჟურნალში გამოქვეყნებას კი 10 მარტამდე. პროცედურით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად, მისი თქმით, ამის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს 20 დღე მოუწევთ ლოდინი იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საბოლოოდ ძალაში შევიდეს.

წაიკითხეთ: ევროპა გველოდება! - 30 ქვეყანა, სადაც ქართველები უვიზოდ წასვლას შეძლებენ

ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. საქართველოს საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭი რამდენიმე წუთის წინ ეყარა. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

საქართველოს საკითხზე კენჭისყრას წინ უძღვოდა ევროპარლამენტარებს შორის დებატები.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."