კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
23:34 / 27-03-2017
ევროპა გველოდება! - 30 ქვეყანა, სადაც ქართველები უვიზოდ წასვლას 28 მარტიდან შეძლებენ
28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილდებიან.

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაცია, რომელსაც ხელი 1-ელ მარტს მოეწერა, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღეში ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალიდან, 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.

უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.

იხილეთ ვიდეო


ქვეყნები, რომლებშიც წასვლას შეძლებთ:

ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი (წევრი ქვეყნები)

ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია (არაწევრი ქვეყნები)

ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია (კანდიდატი ქვეყნები)

გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი (დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების პროცედურა ოფიციალურად ჯერ არ დაწყებულა) და ირლანდია, რომლებთანაც სავიზო რეჟიმი შენარჩუნდება.

დაწვრილებით: ვინ და რა საბუთებით შეძლებს წასვლას ევროპაში

საქართველო-ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციის საკითხზე 2012 წლის 4 ივნისს დაიწყო, 2013 წლის 25 თებერვალს კი, საქართველოს ხელისუფლებას
You must have Flash Player installed in order to see this player.
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადაეცა. აღნიშნული გეგმა შეიცავდა მოთხოვნებს, რომლებიც ქართულ მხარეს უვიზო რეჟიმის დაწესებისთვის უნდა შეესრულებინა. 2015 წლის დეკემბერში ევროკომისიამ დადებითად შეაფასა სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება და დადებითი რეკომენდაცია გამოაქვეყნა, 2 თებერვალს კი ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი პლენარულ სესიაზე დადებითად გადაწყვიტა.

Countries where Georgian citizens will enjoy visa free travel
13:59 / 28-03-2017
გელოებატ კი როგორ არა, დიდი ჩანთები წამოიღეთ
bela
13:40 / 28-03-2017
სულ მალე დარწმუნდებით რააცა ევროპა ეს არა სამუშაო ვიზები ქართველებზე ნადირობას რო დაიწყებენ დეპორტაციის მიზნით როგორ მოხდა იზრაელში ქართველებთა მიმართ ისე იქნება აქაც არავის ვჭირდებით უფულო ხალხი ვისაც ფული აქვს იგი ისედაც დადიოდა ევროპაში და ამდენ ტრაბახს შეეშვით ზოგიერთებმა და ნუხართ ეიფორიაში ქვეყანას მიხედეთ თავზე გვენგრევა
evropa gvicdiso? sasaciloaa satirali tuaraaa
მსგავსი სიახლეები
დედაჩემს არასდროს უმოგზაურია, მამაჩემი კი თავის დროზე, მხოლოდ სსრკ-ს საზღვრებში დადიოდა
ეს ბლოგი არ არის განკუთვნილი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარ მოსაზრებას ისეთი
რუსი ჟურნალისტები საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე ქილიკობენ
"ეს იყო გრძელი გზა. თუმცა, უვიზო რეჟიმის ამოქმედებით საქართველო და ევროკავშირი დაუახლოვდნენ ერთმანეთს"
"წინასწარ ნუ დარდობთ იმაზე, რომ თქვენმა თანამემამულემ თავისუფლება ბოროტად შეიძლება გამოიყენოს"
"უცხოელებს უნდა ვაჩვენოთ, ჯერ კიდევ როდის წერდა ქართველი ევროპის გაერთიანების აუცილებლობაზე"
ისტორიულ მოვლენას სოციალურ ქსელში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
14:34 / 27-04-2017  Image რა ქონებას ფლობს დედაქალაქის მთავრობის მილიონერი წარმომადგენელი ია მაქაცარია?
4 მილიონერს შორის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია ლიდერობს
20:48 / 27-04-2017  Image ნარგიზა "ნატვრის ხიდან" - სად არის და როგორია ახლა მაცდური ქალი?
ნარგიზა ყველას ახსოვს, თუმცა მისი ვინაობა ბევრმა არ იცის
18:28 / 27-04-2017  Image "პატრულის თანამშრომელს კალთაში ეჯდა ჩემი შვილი...გადავრჩით" - პოლიციამ დედას დაკარგული შვილი დაუბრუნა
"მეგონა მთელი ცხოვრება გავიდა, არადა 15 უგრძესი წუთი..."
11:46 / 27-04-2017  Image პორტუგალიელი წინასწარმეტყველი - 2017 წლის 13 მაისს მესამე მსოფლიო ომი დაიწყება
ბირთვული ომში აშშ, ჩინეთი, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა ჩაერთვება
12:09 / 27-04-2017  Image გამოცდილი დიასახლისების ხრიკი: რატომ ყრიან ღუმელის ფირფიტაზე მარილს ქათმის შეწვისას?
თითოეულ კილოგრამზე აუცილებელია 40 წუთის თერმოდამუშავება
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49