ოთარ კახიძე პარლამენტიდან დასისხლიანებული გაიყვანეს - რა მოხდა დეპუტატებს შორის?

ოთარ კახიძე პარლამენტიდან დასისხლიანებული გაიყვანეს - რა მოხდა დეპუტატებს შორის?

არსებული ინფორმაციით, პარლამენტში დეპუტატებს შორის ინციდენტი მოხდა, რის შედეგადაც "ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე დაშავდა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, კახიძე რამდენიმე წუთის წინ კოლეგა დეპუტატმა, გიორგი ტუღუშმა პარლამენტის შენობიდან გაიყვანა. მას თავიდან სისხლი სდიოდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ისინი საავადმყოფოს მიმართულებით წავიდნენ.

იხილეთ ვიდეო

დეპუტატები მომხდარის შესახებ არ საუბრობენ, თუმცა არაოფიციალური ცნობით, დეპუტატთა ოთახში პარლამენტის რამდენიმე წევრს შორის, კერძოდ კი გიორგი კანდელაკსა და ვანო ზარდიაშვილს შორის ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც ადგილზე მყოფთაგან ერთ-ერთმა საფერფლე ისროლა და კახიძეს მოხვდა.

ასევე წაიკითხეთ: "ემზარ კვიციანის "საჩუქარი" - დეპუტატმა ოპონენტებს სახელობითი კალმის თავსახური ესროლა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."